ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა, ბახუ შამუგიამ, მეზობელი ედიშერ შამუგია მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა.
ადგილობრივების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბახუ შამუგია მოგვიანებით საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის სხვა გარემოებებს სამართალდამცავები ადგენენ.






































































