ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დიდი ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.