“მოქალაქეების ზარის საფუძველზე ვიმყოფებოდი ადგილზე, შევხვდი შემოსავლების სამსახურის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლებს”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა.
კუჭავას თქმით, ამჟამად კომუნიკაცია აქვს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.
_ ახლა კომუნიკაცია მაქვს მათ ხელმძღვანელებთან, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის ცენტრში თამბაქოთ მოვაჭრეებსა და სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამავე თემაზე: ჩოხატაურში ე.წ. წიგნების მაღაზიასთან ხმაურია
ჩოხატაურის ცენტრში დაპირისპირებისას გარემოვაჭრე ცუდად გახდა
“სუდარა გადააფარა მისმა დედამ” _ დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში