რეალობა ის არის, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ყველაზე რთული თვეები იქნება, _ ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდმა განაცხადა. ინფორმაციას cnbc ავრცელებს.
როგორც cnbc წერს, რედფილდმა განაცხადა, აშშ-ს რთული ზამთარი ელის. ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, საავადმყოფოების 90% კორონავირუსის ,,ცხელ ზონად“ არის გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების ტრაექტორია ბევრად უფრო ციცაბოა, ვიდრე ნებისმიერი წინა ტალღის დროს.
,,რეალობა ის არის, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ყველაზე რთული თვეები იქნება ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში.
ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, საავადმყოფოების 90% კორონავირუსის ,,ცხელ ზონად“ არის გამოცხადებული“, – განაცხადა რედფილდმა.
ბოლო მონაცემებით აშშ-ში გუშინ კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. როგორც გამოცემა წერს გასული დღის განმავლობაში 2 760-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.




































































