სახალხო დამცველის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა და მის არასრულწლოვან შვილებთან დაგეგმილი პაემნის გაუქმების საკითხზე ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა განაცხადებით, დაწესებულების მიერ ირაკლი ღარიბაშვილის, ისევე, როგორც სხვა პატიმრების მიმართ მიმდინარე წამახალისებელი პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება.
სახალხო დამცველი ასევე გაეცნო ღარიბაშვილის საცხოვრებელ, მათ შორის, ჯანმრთელობის, კვების, ჰიგიენისა და მის მიმართ დამოკიდებულების პირობებს.
სახალხო დამცველმა ირაკლის ღარიბაშვილი პატიმრის ადვოკატის 31 აგვისტოს მიმართვის საფუძველზე მოინახულა.
სახალხო დამცველი თავისი მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივად ახდენს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, პირადად ხვდება პატიმრებს და ეცნობა მათი უფლებების დაცვის მდგომარეობას.





































































