მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, ღარიბაშვილის მიზნებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგან „პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, რომ ჩემი სიტუაციიდან სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა“.
ამავე დროს, ვინაიდან ის და „ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კორუფციას ასე უკომპრომისოდ დაუპირისპირდნენ, ბრალდებებისთვისაც მზად არიან“.
„ერთი შემიძლია აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, რომ მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესი, იყო, არის და იქნება.
[…] კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტან და ბევრ რამესაც და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, – თქვა მდინარაძემ.





































































