მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცი დანით დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას “მარნეულინიუსი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას დანით მიყენებული ჭრილობების მქონე მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე შემთხვევის სრული დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი სავაჭრო საკითხს ეხებოდა.
































































