“ჩემო ძვირფასო აბიტურიენტებო ! ხვალ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპი- ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. დღე, რომელსაც ასე მონდომებით, შრომითა და ნერვიულობით ელოდით. გამოცდების დაწყება ყოველთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული, თუმცა მინდა გვერდით გადადოთ ყოველივე და საგამოცდო ოთახში თავდაჯერებულები შეხვიდეთ. ეს არის გზა, რომელიც ახალ ასპარეზზე გაგიყვანთ და თქვენს მომავალს განსაზღვრავს. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი მაქსიმალურად გამოავლენს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელიც წლების განმავლობაში, მასწავლებლებისა და ოჯახის მხარდაჭერით დააგროვეთ. საგამოცდო პროცესი თქვენთვის კომფორტულ და მშვიდ, აკადემიურ გარემოში წარიმართება, სადაც ყველას გექნებათ საშუალება შესაძლებლობების წარმოჩენის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ გვჯერა და ვამაყობთ თქვენით. ვგულშემატკივრობთ თქვენს თითოეულ ნაბიჯს. თქვენ ხართ თაობა, რომელიც ყოველდღიურად გვაოცებს თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობით, კრიტიკული აზროვნებითა და მიზანსწრაფულობით. ეს გამოცდები მხოლოდ ერთი საფეხურია იმ დიდ გზაზე, რომელსაც წარმატებული და ბედნიერი მომავალი ჰქვია. იყავით მშვიდად — თქვენ ეს შეგიძლიათ! ენდეთ საკუთარ ცოდნას — თქვენ ბევრი იშრომეთ! გახსოვდეთ — ჩვენ ყველანი თქვენს გვერდით ვართ და გვჯერა თქვენი! წარმატებულ საგამოცდო პერიოდს გისურვებთ! ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების!”_ წერს ფეისბუქზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ლალი სიჭინავა.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved





































































