ქუთაისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.




































































