https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მძიმე ტვირთი საქართველოს ეკონომიკისთვის”

14:02; 21.01.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯერ კიდევ 2013 წელს, თვითმმართველობის რეორგანიზაციისთვის საჭირო კანონპროექტის წარდგენისას, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და  თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა: “გამგეობებში უამრავი ხალხია დასაქმებული, რომლებიც ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ. ამიტომ, მოხდება ერთგვარი ფორმულის დადგენა, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი განისაზღვრება. 30 საბაზო თანამშრომელი იქნება გამგეობებში და ყოველ 500 ამომრჩეველზე _ ერთი თანამშრომელი“.

რა შეიცვალა მას შემდეგ? არიან თუ არა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები მმართველი პარტიის ზეგავლენის ქვეშ, როგორც ყოველთვის? უფრო მეტი ფული იხარჯება თუ არა ბიუჯეტიდან ბიუროკრატიული, ხშირად დუბლირებული სამსახურების შესანახად? იღებენ თუ არა მოქალაქეები გაღებული ხარჯების შესაბამის სერვისებს? არის თუ არა გაუმჭვირვალე საკადრო და ფინანსური პოლიტიკა კორუფციის მაღალი რისკის შემცველი? საჭიროა თუ არა საჯარო სამსახურებს იმ ზომით არსებობა, რაც საკმარისი იქნება სახელმწიფოს მიზნების ეფექტურად გასახორციელებლად? _ აი, კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ მწვავედ დგას ჯერ კიდევ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის – საქართველოს წინაშე.
ზემოთ ნახსენები 2013 წლიდან, 11 წელი გავიდა. მაშინ, ჯერ კიდევ ახალი “ქართული ოცნება” ირწმუნებოდა, რომ კონცეფცია _ 30 საბაზო საჯარო მოხელეს პლუს _ თითო 500 მოსახლეზე, კარგ ანალიზს, წინა ხელისუფლების დროს საჯარო მოხელეების საარჩევნო რესურსად გამოყენების მახინჯი სისტემის დანგრევის სურვილს და საერთაშორისო გამოცდილების ეფუძნებოდა.

ჩვენ უკვე გავეცანით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული სამსახურების ჩამონათვალს და იქ დასაქმებული საჯარო მოხელეების რაოდენობას.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, “გურია ნიუსმა” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა: “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ალექსანდრე სარიშვილს! გთხოვთ, კანონის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენი საჯარო მოხელეა (პერსონალური მონაცემების გარეშე), რა სამსახურებია, რა სახის აიპ–ები, სიპ–ები. რამდენი ადამიანი მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი ადამიანი იღებს ხელფასს (როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე თანამშრომელი).

ასევე, 2024 წელს რამდენი ლარით დაფინანსდა მთლიანი სახელფასო ფონდი და 2025 წელს რამდენი ლარითაა დაგეგმილი სახელფასო ფონდის დაფინანსება. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდების ან მოუწოდებლობის შემთხვევაში კანონის შესაბამისად წერილობით შეგვატყობინეთ მიზეზი“.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვიდან მეორე დღეს, 12 ნოემბერს, ლანჩხუთის მერიიდან, კერძოდ კი მუნიციპალიტეტი მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურიდან წერილი მივიღეთ, რომელშიც ნათქვამია: “მიმდინარე წლის 12 ნოემბრის თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილზე პასუხს წარმოგიდგენთ 10 დღის ვადაში სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიების და დამუშავების საჭიროებების გამო“.

საინტერესოა, რატომ საჭიროებს მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული აიპ-ების, სიპ-ების შპს-ების რაოდენობის და საშტატო რიცხოვნების ცოდნა სხვა დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას. ასევე, გაუგებარია, რატომაა საჭირო ათი დღე იმისთვის, გავიგოთ რამდენს ხარჯავს ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი საჯარო მოხელეების შესანახად.

და კიდევ მეტი; ამ პასუხის მიუხედავად, დღემდე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია არ მიგვიღია! საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა კანონდარღვევაა და სახელმწიფო სამსახურების მთავარ – გამჭვირვალობის პრინციპს არღვევს.

ამასთან, ოფიციალური პასუხის არარსებობამ შესაძლოა, ინფორმაციის სიზუსტეზეც იმოქმედოს, რადგან ჩვენ იძულებული ვართ, ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რის მოძიებაც ღია წყაროებზე დაყრდნობით შევძელით.

მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია გახორციელდა, მუნიციპალური მერიის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს მერიის რვა სამსახური: 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის და სოფლის მეურნეობის სამსახური; 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური; 4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური; 5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; 6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური; 8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური. რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურს, ის, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, 2024 წლის გაზაფხულამდე მერიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, თუმცა, რეორგანიზაციის შემდგომ, თავდაცვის სამინისტროდან იმართება.

ამის გარდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ათი იურიდიული პირი _ შვიდი ა(ა)იპ და სამი_ შპს (მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით).

ა(ა)იპ-ების საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სკოლამდელი განათლება, კულტურა, სპორტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება, გარე განათება, გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება.

შპს-ების საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს ტურიზმის, ქალთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალური სტადიონის ფუნქციონირება.

თუ რამდენი პირია დასაქმებული მერიის სხვადასხვა ფორმის იურიდიულ პირებში, თავად მერია-საკრებულოში, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს.

ირკვევა, რომ 2023 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რომელიც მაშინ 30.8 მილიონ ლარს შეადგენდა, საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურებაზე, ჯამურად, შვიდი მილიონ 220 ათას 400 ლარი გაიხარჯა. 2024 წლის ბიუჯეტში ეს ხარჯი მზარდი იყო და დაგეგმილი რვა მილიონ 174 ათას 700 ლარით იყო. თუმცა, შესაძლოა, ფაქტობრივი ხარჯვა მეტი იყოს.

რაც შეეხება ხარჯებს; ჩვენ ხელთ გვაქვს 2023 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იმ პერიოდში ა(ა)იპ “კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრში” დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტმა 226 089 ლარი გაიღო. შტატგარეშედ დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის კი _ 939 304 ლარი გაიხარჯა. ა(ა)იპ “სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის სახელფასო ფონდმა კი 1 776 222 ლარი შეადგინა, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი 104 595 ლარი მიიმართა.

ბიუჯეტის ამავე ანგარიშის მიხედვით, ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” თანამშრომელთა ანაზღაურებას 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 118 789 ლარი მოხმარდა, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი 25 925 ლარი გაიხარჯა. ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 53 630 ლარია გახარჯული, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი 213 243 ლარი გაიცა. ა(ა)იპ “სპორტული ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად ბიუჯეტმა გასული წლის პირველ ცხრა თვეში 60 875 ლარი გაიღო, შტატგარეშე თანამშრომელთა დაფინანსებისთვის კი 273 578 ლარი მიიმართა. ა(ა)იპ “სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების” თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის _ 302 077 ლარი, შტატგარეშეთათვის _ 23 620 ლარი.

ა(ა)იპ “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ გასული წლის ცხრა თვეში 288 429 ლარი შეადგინა; შტატგარეშეებზე კი 344 814 ლარი მიიმართა.

რაც შეეხება შპს “ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრს”, აქ 2023 წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად ბიუჯეტმა 38 492 ლარი გაიღო, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი _ 7 592 ლარი.

შპს “ქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის ” თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 25 598 ლარი აქვს ბიუჯეტს გაღებული, შტატგარეშეთათვის _ 204 651 ლარი. შპს “ლანჩხუთის” სახელფასო ფონდი გასული წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, 23 625 ლარი იყო. შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებამ კი 78 769 ლარი შეადგინა.

IDFI-ის მიერ 2023 წელს მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 9.5%-ი საჯარო სექტორშია დასაქმებული, რაც დასაქმებულთა 65%-ზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში დასაქმებულთა 65%-ი ანაზღაურებას საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს! ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ჯამში, საჯარო მოხელეების სახელფასო ანაზღაურებაზე 2022 წლისთვის 3.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა. 2024 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით გაიზარდა ( პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზარდა), რამაც შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატება გამოიწვია.

რაც შეეხება 2025 წელს, საჯარო მოხელეთა ხელფასების ისევ 10%-იანი ზრდის ფონზე, ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებას და საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, მინიმუმ, 548 მლნ ლარით იზრდება!

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

21 იანვარი ჩახუტების დღეა

"თქვენ მარტო არ ხართ"- სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო