https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მექორწინე მდივნები

14:05; 25.05.2020
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

XX საუკუნის 20-30 იან წლებში ევროპისა და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის ხუთი შვილი _ სერგო, ალექსი, დავითი, რუსუდანი და ნინო. მათი სახელებით აჭრელებული იყო პრესის ფურცლები. მდივნებს აქებდნენ, აღმატებულ ეპიტეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც ,,მექორწინე მდივნები”. სიმონ სიდამონ-ერისთავი მათ შესახებ წერდა: ,,იმ დროს ასი ათასი ამერიკელიდან ერთმა იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ. შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ყველა ამერიკული გაზეთი ძმები მდივნების, მათი ქორწინების შესახებ წერდა. ასე რომ, ახლა ასი ათასმა ამერიკელმა იცოდა მდივნების შესახებ და შესაბამისად ქართველების შესახებ” და შენიშნავდა ,,საერთო ჯამში ძმებმა ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინესო”.

ზაქარია მდივანი ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ-მაიორი, მე-13 ლეიბ-გრენადერების ერივანსკის პოლკის მეთაური (1912-1915 წლები), კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი იყო. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ის ქალიშვილებთან ერთად პარიზში დასახლდა, ძმები კი ამერიკაში გადავიდნენ. იქ სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალეს, მაგრამ სულ მალე გამონახეს უფრო გამდიდრების იოლი გზა. სასიამოვნო გარეგნობის უცხოელმა ძმებმა _ ,,პრინცებმა” (ამ ტიტულით გააცნეს მათ საზოგადოებას თავი. ზაქარია მდივანი თურმე ხუმრობდა: მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისაგან მიიღოო. ცნობილია, რომ საკუთარი ,,კარიერის” დასაწყისში ალექსიმ ნოე ჟორდანიას მიმართა თხოვნით, რათა მიეცა ცნობა იმის თაობაზე, რომ მდივნები თავადები არიან. ჟორდანიამ უარი განუცხადა) მაშინვე მიიქციეს მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით, მანდილოსანთა ყურადღება. ქართველებმაც, რა თქმა უნდა, ასეთი შანსი არ გაუშვეს ხელიდან. უფროსმა ძმამ სერგო-სერჟმა (1903-1936), ცოლად მუნჯი კინოს ცნობილი ვარსკვლავი, ქალი ,,ვამპირი”, როგორც მას ეძახდნენ, პოლა ნეგრი მოიყვანა. მაგრამ 1927 წელს მსახიობი გაკოტრდა და სერგომ იგი მიატოვა. მალე სერჟმა ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი მოიყვანა, რომელიც მალევე მიატოვა. ეს უკანასკნელი აცხადებდა რომ მთელი ქორწინების პერიოდში სერჟი მას შეურაცხყოფას აყენებდა. სერჟმა დავითთან ერთად ნავთობის კომპანია Pacific Shore Oil Co შექმნა. 1936 წელს მან ყოფილი რძალი, გარდაცვლილი ძმის ალექსის ცოლი, უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი ლუიზა ვან ასტორი შეირთო. ქორწინების ერთი თვის, ხოლო ძმის გარდაცვალების შვიდი თვის თავზე, ის პოლოს თამაშის დროს ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. დავითი (1905-1984) 1925 წელს ცნობილ კინოვარსკვლაზე 28 წლით უფროს მეი მიურეიზე დაქორწინდა. სამსახიობო კარიერის ზენიტში მყოფ მეი მიურეისაც, ისევე როგორც სხვა ქალბტონებს, სურდა პრინცესა გამხდარიყო, პირველ რიგში თავისი მეტოქეს გლორია სვენსონის ჯიბრზე. როგორც კი გათხოვდა მდივნის რჩევით მიურეი სტუდია MGM-დან წამოვიდა, რითაც სტუდიის მფლობელი ლუის ბ. მაიერი განარისხა, ხოლო საკუთარ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით მას უკან დაბრუნება სურდა, ამისთვის თავიც კი დაიმცირა და მეიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო.

მდივნებს ერთი შვილი კორან დეივიდი შეეძინათ, მაგრამ მათი ქორწინება სკანდალით დასრულდა. ,,მან მიურეი გააკოტრა, შემდეგ თავი დაანება”, _ ასე წერდნენ გაზეთები. მიურეი აცხადებდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანობდა, მას მუშტებით სცემდა, იარაღით დასდევდა და საკუთარ ბავშვსაც არ ინდობდა. ერთხელ ნაცემი მიურეი სასტუმროს ოთახის სააბაზანოში გამოკეტა. შვილის გამო მათ სასამართლო პროცესი ჰქონდათ გამართული. სასამართლომ შვილი მიურეის დაუტოვა, ხოლო მდივანს ყოველთვიურად 400 დოლარის გადახდა დააკისრა. სიცოცხლის ბოლო წლებს მსახიობი Mოტიონ Pიცტურე ჩოუნტრყ Hოუსე –ში ატარებდა, სადაც ხშირად მედდებს ეუბნებოდა: ,,მე მეი მიურეი, პრინცესა მდივანი ვარ”. მეორე მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური და 44 წლის ასაკში სინკლერ ოილის პრეზიდენტის ჰენრი სინკლერის ქალიშვილ ვირჯინიაზე დაქორწინდა. სინკლერმა მას შვილი გაუჩინა. 1964 წელს ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, ეს განქორწინებაც არ იყო მეგობრული, რადგან სინკლერი, ისევე როგორც მიურეი, ამტკიცებდა რომ მისი აუტანელი ხასიათის გამო ის მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დავით მდივანი 1984 წელს გარდაიცვალა.

ძმებში ყველაზე უმცროსმა ალექსი მდივანმა (1907-1935) დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი და მუშაობდა ნიუ იორკის ბანკის პარიზულ ფილიალში. 1931 დაქორწინდა ამერიკული ბეწვეულის კომპანიის შემქმნელის შთამომავალზე 21 წლის ლუიზ ასტორ ვან ალენზე. მათმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვემ გასტანა. მისი შემდეგი არჩევანი ცნობილი ვულვორტების წარმომადგენელი ბარბარა ვულვორტ ჰატონი გახდა. მათი ჯვრისწერა მართლმადიდებლური წესით ჩატარდა და მედიის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. დამსწრეთა შორის იყვნენ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი და აკაკი ჩხენკელი. ჯვრისწერა და ბრწყინვალედ მოწყობილი ქორწილი ჰატონებს ერთი მილიონი დოლარი დაუჯდათ. ჯვრისწერის შედეგად ეკლესიამ საჩუქრად ახალთახალი ხალიჩა და ჭაღები მიიღო. ორი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს გაშორდნენ. ალექსი ცნობილი სალვადორ დალის ახლო მეგობარი იყო. 1935 წლის ზაფხულში ის დალის საყვარელთან ბარონესა მოდ ფონ ტისენ-ბორნემიშასთან ერთად ესპანეთში თავისი სიძის, ესპანელი მხატვრის ხოსე მარია სერტის ვილაზე ისვენებდა. პირველ აგვისტოს ალექსი მდივანი საკუთარი როლს როისით ბარონესასთან ერთად ავარიაში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა (როცა ბარბარა ჰატონმა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყო მან თქვა: ,,მე საშინლად განვიცდი, მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. მე ყოველთვის ვგრძნობდი რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ის გიჟივით ატარებდა მანქანას”). ბარონესა მხოლოდ ოდნავ დაშავდა. ,,სამშობლოსადმი მხურვალე სიყვარულის გრძნობებთან ერთად ალექსი მდივანს ჰქონდა მრავალი ისეთი თვისება, ნიჭი და შესაძლებლობა, რომ მას მრავალი სამსახურის გაწევა შეეძლო თავისი ერისათვის რომ დასცლოდა”, _ ასეთი სიტყვები მიუძღვნეს გარდაცვლილს ქართულმა ემიგრანტულმა ჟურნალ-გაზეთებმა. ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ალექსი მდივანი ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ქართულ კოლონიას ევროპასა და აშშ-ში. საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ხშირად აწყობდა შეხვედრებს უცხოელ პოლიტიკურ მოღვწეებთან, სხვადასხვა შეკრებებზე ქართველ დელეგატებს საკუთარი ხარჯით აგზავნიდა, თუ საჭირო იყო თავად ესწრებოდა ხოლმე. როგორც ,,ლტოლვილთა ოფისის” დირექტორის მოადგილემ ევროპაში მოსწავლე 15 ქართველ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა (მას შემდეგ რაც 1934 წელს საქართველოს მთავრობის ლეგაცია გაუქმდა საფრანგეთის მთავრობამ ,,ლტოლვილთა ოფისი” შექმნა). ის შანხაიშიც ჩავიდა, ქუჩაში დარჩენილ ქართველებს სახლი უყიდა და იქაურ სტუდენტებსაც დახმარება გაუწია.

1935 წელს ალექსი მდივნის, ,,მშვენიერი პრინცის”, როგორც მას ეძახდნენ, დაღუპვით ,,…ჭეშმარიტად, ქართველობამ დაჰკარგა ერთი თვალსაჩინო მოამაგე და მოყვარული შვილი” (,,დამოუკიდებელი საქართველო”). აღსანიშნავია, რომ მისი დაღუპვის შემდეგ სტიპენდიების საქმე ჩაიშალა. 1987 წელს გადაიღეს ფილმი Pოორ Lიტტლე ღიცჰ Gირლ, სადაც აღწერილია ბარბარა ჰატონის (ფარა ფოსეტი) ბიოგრაფია. ალექსი მდივანი სურათში ნიკოლას ქლეიმ განასახიერა. ძმებს არც დები ჩამორჩნენ. ნინო მდივანი (1910-1987) იურისტ ჩარლზ ჰუბერიჩზე გათხოვდა, 1936 წელს კი ცოლად გაჰყვა ,,შერლოკ ჰოლმსის შვილს _ არა, შერლოკ ჰოლმსის არა, კონან დოილისას” _ (სიმონ სიდამონ-ერისთავის მოგონებებიდან), ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილს. ეს უკანასკნელი სპირიტუალიზმით იყო გატაცებული და ნინოც ჩაითრია. ქორწინების შემდეგ ნინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საკუთარ გარდაცვლილ მამას ესაუბრებოდა და რომ ის ყოველთვის გონივრულ რჩევებს აძლევდა.

,,ერთხელ როცა არ დავუჯერე, კინაღამ დავიღუპე”, _ თქვა მან. ქმრის გარდაცვალების შემდეგ უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინო მდივანს ერგო. რუსუდან მდივანი (1905-1937) მოქანდაკე გახლდათ. რუსი, როგორც მას შემოკლებით ეძახდნენ, ჰოლივუდში მსახიობების ბიუსტებს ძერწვდა. ახალგაზრდა სალვადორ დალი შეყვარებული იყო რუსუდანში. ის 1928 წელს გათხოვდა საკუთარ მასწავლებელზე, ხოსე მარია სერტზე, ვისთვისაც მოდელის როლს ასრულებდა. ამ უკანასკნელს და დიეგო რივერას ჯონ როკფელერმა ნიუ იორკში ღჩაღჩA-ს შენობის მოხატვა შეუკვეთა, რისთვისაც 150 ათასი დოლარი მიიღო. სერტს მაშინ მეუღლედ ცნობილი მოდელი და რამდენიმე მხატვრის, მათ შორის ტულუზ ლოტრეკის მუზა, პოლონელი მისია გოდებსკა (1872-1950) ჰყავდა. მაგრამ რუსუდანთან შეხვედრამ მას ყველაფერი დაავიწყა და სერტმა ცოლს თავი დაანება. თუმცა მომავალში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მისიას, სერტის და რუსუდანის ურთიერთობაზე _ ისინი მეგობრებად დარჩნენ და ეს უცნაური სამთა კავშირი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. ასაკით უფროსი, უშვილო მისია დედობრივი მზრუნველობით განიმსჭვალა მის მიმართ. უფრო მეტიც, ქორწილისთვის რუსუდანს სახელგანთქმულ კოკო შანელთან შეაკერინა კაბა და ყოველნაირად ეხმარებოდა მას ყოველდღიურ საქმიანობაში. ძმების გარდაცვალება რუსიმ მძიმედ განიცადა. ცოტა ხანში მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუდგინეს. მისიამ და კოკო შანელმა ის შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანეს. მიუხედავად მათი მზრუნველობისა, რუსუდან მდივანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსუდანის გარდაცვალებამ ისე იმოქმედა მისიაზე, რომ თვალს დააკლდა. მისია გოდებსკა 1950 წელს აღესრულა, სიკვდილის წინ კი თავის მეგობარს გულის მოყვანილობის მედალიონი აჩუქა. როცა გარდაცვალების რამდენიმე დღის შემდეგ მედალიონი გახსნეს _ შიგ რუსუდან მდივნის ფოტო აღმოჩნდა.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,ქართველები ამერიკაში”

ფოტოზე მარცხნიდან მუნჯი კინოს ვარსკვლავები რუდოლფ ვალენტინო, პოლა ნეგრი, მეი მიურეის და დავით მდივანის ქორწილში

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

როგორი უნდა იყოს საუკეთესო ცოლი

რა გელით მომავალში, თუ 25 რიცხვში ხართ დაბადებული

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო