ორგანიზაცია „მითების დეტექტორმა“ 2026 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელებში სახელისუფლებო ნარატივების მხარდასაჭერად კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) პრაქტიკა კვლავ აქტიურად გამოიყენება.
მკვლევრების განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, აღნიშნულმა ტაქტიკამ ტრანსფორმაცია განიცადა. კერძოდ, პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული პროფილის ფოტოებისა და ყალბი ანგარიშების წილი. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ ასეთი 434 არაავთენტური პროფილი გამოავლინა.
გარდა ამისა, Meta-ს პოლიტიკის გვერდის ავლის მიზნით, ამოქმედებულია ახალი სქემა: ერთი ყალბი ანგარიშის მიერ გავრცელებულ პოსტებს არა სხვა ტროლები, არამედ მეინსტრიმული სახელისუფლებო მედიასაშუალებები ციტირებენ კოორდინირებულად, რაც გზავნილის ფართო აუდიტორიამდე მიტანას უზრუნველყოფს.
ვრცლად: მითების დეტექტორი

































































