პირველი სექტემბრიდან პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა როგორც სპეციალურ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ახალ ონლაინ ელექტრონულ პლატფორმაზე — formebi.emis.ge — შეეძლებათ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
“ელექტრონული სისტემა მშობლებს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად გააფორმონ, ხოლო ნივთების ადგილზე მიწოდებასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
პლატფორმაზე განთავსებულია სრული ინფორმაცია სასკოლო ფორმების მოდელების, ზომებისა და ღირებულების შესახებ. ამასთან, მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ საბანკო შეთავაზებებსა და ფიზიკური სარეალიზაციო პუნქტების ზუსტ მისამართებს. ონლაინპორტალის გამართულ ფუნქციონირებასა და მართვას EMIS უზრუნველყოფს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

































































