დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, დმანისის რაიონში მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიდიდემ 3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
უწყების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 19 კილომეტრში, სოფელ მამიშლარიდან 4 კილომეტრში მდებარეობდა. ნგრევისა თუ ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
































































