გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
სინოპტიკოსების ცნობით, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია:
ძლიერი ინტენსივობის წვიმა;
ელჭექი და სეტყვა;
ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ — აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

































































