მშენებლობაზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. “პირველების” ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოვარდა.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები მშენებლობაზე, ჯერჯერობით, უცნობია.