ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
როგორც სოფელ ნინოშვილში გვითხრეს, უკვე ორი დღეა, დღის საათებში ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია.
„მთავარია დროზე გაკეთდეს“, — გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სოფელ ნინოშვილში ზუსტად არ იციან, როდის დასრულდება პროექტი. სამუშაოების ვადების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არც გზის მშენებლობაში ჩართულ პირებს აქვთ.
„გურია ნიუსი“ საკითხის დეტალებს არკვევს.
ავტორი































































