ნაბეღლავის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით — ანანო დოლიძით! ანანო არის გოგონა, რომელმაც თავისი გამორჩეული სიჩუმით, სიდინჯით, სიწყნარით, უპრეტენზიობითა და უსაზღვრო პასუხისმგებლობით ყველას დაანახა, თუ რისი უნარი აქვს დაუღალავ შრომასა და მიზანდასახულობას.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მან ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება! ქართული ენა და ლიტერატურა _ 51 ქულა; ინგლისური ენა _ 58 ქულა; ისტორია _ 37 ქულა;
ნაბეღლავის საჯარო სკოლის პედაგოგები და მთელი სასკოლო საზოგადოება მთელი გულით ვულოცავთ ანანოს ამ დიდ წარმატებას! ვუსურვებთ მას წინსვლას, სტუდენტური წლების საინტერესოდ გატარებას, ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ყველა დასახული მიზნის ასრულებას! _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ნაბეღლავის საჯარო სკოლიდან მოაწოდეს.





































































