https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს ემშვიდობება

11:29; 11.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, კატარის მუნდიალზე კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. მაროკოს ეროვნულმა გუნდმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დააფიქსირა და ასპარეზობას მუნდიალის ერთ–ერთ ფავორიტად შერაცხული პორტუგალიის ნაკრები გამოთიშა – 1:0.

ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. გამარჯვების მიღწევა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ ბედმა დიდიე დეშამის გუნდს გაუმართლა – 2:1.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და მაროკო დაუპირისპირდებიან.

ბრაზილია – ხორვატიისა და არგენტინა – ნიდერლანდების მეოთხედფინალური შეხვედრები საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ერთგვარ საფეხბურთო თრილერებად გადაიქცა. ორივე შეხვედრებში გამარჯვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიამ გამოავლინა. იყო ზღვა სიხარული და რასაკვირველია, ამავდროულად დიდი იმედგაცრუებაც.

მთავარი მოქმედი გმირი კი ხორვატიის ეროვნული გუნდი გახდა. ჯერ იყო და დამატებით დროში ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ყველა წინასწარი პროგნოზი თავდაყირა დააყენა და მუნდიალის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის აღმოჩნდა.

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ბრაზილიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ეს საოცრებაა. პატივი ეცით ბიჭებს, ყველას. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ტურნირის მთავარი ფავორიტი გავაგდეთ. ყველას გეუბნებით: ეს არის ნამდვილი ხორვატია! როცა საჭიროა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენ ასეთები ვართ. ჩვენი დაუფასებლობა არ შეიძლება, საკუთარი თავით ვამაყობთ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი ხორვატიის და ყველა მოთამაშის გამარჯვებაა. ყველამ მაქსიმუმი გაიღო, მადლობა მათ, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო.

სიამაყე, სიმამაცე, რწმენა, სამშობლოს სიყვარული – ამის წყალობით ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ წარმატებას. ბიჭებო, გილოცავთ ამ შედეგს, ძალიან ვამაყობ. ეს არ არის დასასრული, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. დიდი სალამი ყველას, ხორვატებს, ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ისიამოვნეთ, ეს თქვენთვისაა. ძალიან მიხარია, რომ ნახევარფინალში მეორედ გავედით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ 3 მილიონია. ჩემი ფეხბურთელები ნორმალურები არ არიან“.

ხორვატიის ნაკრების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი კი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა და ტურნირის რეკორდსმენი გახდა.

მან მიმდინარე მუნდიალზე უკვე ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მუნდიალის ისტორიაში მასზე მეტი პენალტი არავის მოუგერიებია. ლივაკოვიჩმა 3 პენალტი იაპონიასთან უკუაგდო, ერთი კი – ბრაზილიასთან.

სრულიად საწინააღმდეგო განწყობა სუფევდა ბრაზილიელთა ბანაკში. ბრაზილიის ნაკრების ერთ–ერთმა ლიდერმა ნეიმარმა არ გამორიცხა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

„ვფიქრობ, ახლა კარიერის დასრულებაზე საუბრის შესაფერისი დრო არ არის, რადგან ემოციებით სავსე ვარ, მაგრამ არაფრის გარანტიას არ ვიძლევი. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში. მინდა, ეს დრო გამოვიყენო და ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრო. ვიფიქრო იმაზე, თუ რა მინდა საკუთარი თავისთვის. ეროვნულ გუნდს კარებს არ ვუხურავ, მაგრამ 100%-ით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები. არ მჯერა, რომ ეს ხდება. დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაზილიელ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრებისადმი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის. ჩვენ ოცნებებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ახლა სახლში წასვლის დროა, სადაც ნამდვილად დავიტანჯები“, – განაცხადა ნეიმარმა.

ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე გადადგა.

„მტკივნეული მარცხია. ეს ციკლი დასრულდა. ახლა შესრულებული სამუშაოს შეფასება არ შემიძლია. ამას შემდეგ გავაკეთებ“, – განაცხადა ტიტემ.

კომენტარი გააკეთა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა კაზემირომაც:

„ყველა მარცხი მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს მიზანი და ოცნება, როცა ოთხი წელი ამ ოცნებისთვის მუშაობ. სიტყვების პოვნა რთულია. მაგრამ ჩვენ უნდა ავწიოთ თავი, ცხოვრება გრძელდება. მოწყენილი ვართ, გუნდში ყველა მაქსიმუმს ცდილობდა. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მატჩის მიმდინარეობით, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და ხელიდან გავუშვით. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ცხოვრება გავაგრძელოთ“.

სამხრეთამერიკელთა მიერ კატარის მუნდიალის დატოვებას წარმოშობით ქართველი და ამჟამინდელი რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკიც გამოეხმაურა.

„ეს კარმაა! კატას, რომ ასე მოექცნენ, კარმამ სამაგიერო გადაუხადა და გავარდნენ“, – დაწერა კანდელაკმა სოციალურ ქსელებში.

ხორვატიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვინისიუსი ჟურნალისტებთან საუბრობდა, რა დროსაც კატა მაგიდაზე ახტა და ერთი წუთით პრესკონფერენცია შეწყვიტა.

საქმეში დაუყოვნებლივ ბრაზილიის პრესსამსახურის უფროსი ჩაერთო, რომელმაც კატა მაგიდიდან უხეშად გადააგდო და ამ ყოველივემ საპრესკონფერენციო დარბაზში უკმაყოფილება გამოიწვია.

დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ბრაზილია – ნიდერლანდების შეხვედრას ერთი პოზიტიური შედეგი მაინც ჰქონდა. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლებით (77) ფეხბურთის მეფე – პელეს გაუთანაბრდა და ამ უკანასკნელმა საავადმყოფოს კედლებიდან ეს ამბავი ნეიმარს მიულოცა.

„ვხედავდი, როგორ იზრდებოდი, ყოველდღე გგულშემატკივრობდი და ბოლოს და ბოლოს, შემიძლია მოგილოცო ჩემთან გოლების რაოდენობით გათანაბრება. ორივემ ვიცით, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რიცხვი. ჩვენი, როგორც სპორტსმენების უდიდესი მოვალეობაა ინსპირაცია. ვიყოთ შთაგონება მომავალი თაობების და უპირველეს ყოვლისა შთავაგონოთ ყველას, ვისაც ჩვენი სპორტი უყვარს.

სამწუხაროდ, ეს დღე ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი არ არის, მაგრამ შენ ყოველთვის იქნები შთაგონების წყარო, რომლისკენაც ბევრი ისწრაფვის. მივხვდი, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ჩვენი მემკვიდრეობა. ჩემი რეკორდი თითქმის 50 წლის წინ დამყარდა და აქამდე მას ვერავინ მიუახლოვდა. ეს შენ მოახერხე, ბიჭო. ეს მიანიშნებს შენი მიღწევის სიდიადეს.

თუმცა, შენ იცი, როგორც მე, რომ არცერთი რიცხვი არ არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის თამაშის სიხარული. 82 წლის ვარ და ამდენი ხნის შემდეგ იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად შთაგონების წყარო ვარ. უფრო მეტიც, ვიმედოვნებ, რომ ახლა შენი მიღწევა მილიონობით ადამიანისთვის გახდება ინსპირაცია, რათა მოახერხოს ის, რაც შეუძლებლად გამოიყურება“, – დაწერა პელემ.

ნეიმარმა 77 გოლი 2010 წლიდან დღემდე და 124 მატჩში გაიტანა, ხოლო პელემ ამის გაკეთება 1957-1971 წლებში 92 შეხვედრაში მოახერხა.

ძალიან დაძაბული გამოდგა არგენტინა – ნიდერლანდების შეხვედრაც. თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სამხრეთამერიკელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. მეტოქემ შეუძლებელის მოხდენა მოახერხა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში უფრო ზუსტი არგენტინელები აღმოჩნდნენ. ამ მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე არასასიამოვნო მომენტი დაფიქსირდა, სადაც ლეო მესი და მისი თანაგუნდელები დამარცხებული მეტოქის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ მატჩამდე ნიდერლანდელი მოთამაშეები პერსონალურად მესისა და მის თანაგუნდელებს არასასიამოვნო ეპითეტებით ამკობდნენ.

კადრებში კარგად ჩანდა, რომ არგენტინელებმა პენალტების სერიაში მოგება ნიდერლანდელების წინაშე ძალიან პროვოკაციულად აღნიშნეს და პირდაპირ მეტოქის გამოწვევას ცდილობდნენ. განსაკუთრებით ნიკოლას ოტამენდი აქტიურობდა.

მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული გახლდათ არგენტინელთა კაპიტანი და შეხვედრის გმირი ლიონელ მესი. ნიდერლანდელი ფეხბურთელები 35 წლის ვარსკვლავის წინააღმდეგ ძალიან უხეშობდნენ, რამაც ლეოს გაღიზიანება გამოიწვია.

ის პენალტების სერიის დასრულების შემდეგ ჯერ ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან მივიდა და უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. საბოლოოდ, სიტუაცია ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა ედგარ დავიდსმა განმუხტა, თუმცა მესი ამით არ დაკმაყოფილდა.

„Tyc Sport“–თან ინტერვიუს დროს არგენტინელმა ვოუტ ვეგჰორტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„სულელო, იქით წადი, აქედან მოშორდი“.

ემოციების ჩაცხრომის შემდეგ ლეო მესიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„დიდი სიხარული და ბედნიერებაა. არც დამატებითი დრო უნდა ყოფილიყო და არც პენალტების სერია, მაგრამ ტანჯვა მოგვიწია. მიუხედავად ამისა, მომდევნო ეტაპზე ვართ და მშვენიერია. ხორვატიამ აჩვენა, რომ დიდებული გუნდია. ბრაზილიასთან მათ მომენტებში თანაბრად ითამაშეს. ეს მწვრთნელი ხორვატიის ნაკრებს დიდი ხანია ავარჯიშებს და ერთმანეთს კარგად იცნობენ. მსაჯი? გაბრაზებულები ვიყავით, არ მინდა მსაჯზე ლაპარაკი, რადგან გულწრფელად ვერ ვილაპარაკებ, თორემ დამსჯიან. ფიფამ უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, არ შეიძლება ისეთი მსაჯის დანიშვნა, რომელიც დავალებას ვერ შეასრულებს. ვან გაალი? ვან გაალს უნდა დაგვაჯეროს, რომ მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, სინამდვილეში კი მისმა გუნდებმა მხოლოდ გრძელი პასებით თამაში იციან. ყოველთვის პატივს ვცემ ყველას, მაგრამ მომწონს, როდესაც ისინიც პატივს მცემენ. ვან გაალი ჩვენთან მიმართებაში პატივისცემას არ იჩენდა“.

გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ლაუტარო მარტინესმა შეასრულა.

„როდესაც ბურთ ავიღე, მხოლოდ ჩემს ქალიშვილზე ვფიქრობდი. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრს ვშრომობ, ვფიქრობ, რომ აქ ყოფნა დავიმსახურე. გადამწყვეტი პენალტის დარტყმის დროს მშვიდად ვიყავი, რადგანაც საკუთარ თავს ვენდობოდი. „კოპა ამერიკაზეც“ მოვახერხე პენალტის გატანა“, – განაცხადა ლაუტარო მარტინესმა.

საინტერესოა, რომ არგენტინა – ნიდერლანდების შეხვედრაში ლეო მესი გოლისა და შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. ამით მესის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ათი გოლი მოუგროვდა, რითიც გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა. ამ მუნდიალზე მესიმ დიეგო მარადონას უკვე გაასწრო, რომელსაც 8 ბურთი აქვს შეგდებული.

არგენტინასთან მატჩის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებს მისი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ოფიციალურად დაემშვიდობა. 71 წლის სპეციალისტი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა.

„ნაკრებში მუშაობას აღარ გავაგრძელებ. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. მივდივარ და ვტოვებ შესანიშნავ გუნდს, რომელიც 20 შეხვედრაში არ დამარცხებულა. მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ დავტოვეთ მსოფლიოს ჩემპიონატი მას მერე, რაც ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვან გაალმა.

კატარის მუნდიალზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამერიკელი ჟურნალისტი, „CBS“–ის თანამშრომელი გრანტ უოლი ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩის დროს გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ამბავი აშშ–ის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა და სამძიმარი გამოუცხადა ოჯახს. განცხადებები გაავრცელეს ფიფამ და მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმაც.

როგორც წერენ, უოლმა თამაშის ბოლოს გონება დაკარგა. მას მყისვე დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილის ძმამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ გრანტი ჯანმრთელი იყო. მას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ მისი ძმა შევიწროების მსხვერპლი გახდა ადგილობრივების მხრიდან იმის გამო, რომ ცისარტყელის გამოსახულებიან მაისურას ატარებდა და მუქარებსაც იღებდა. იყო შემთხვევა, როცა ის ამ მაისურით სტადიონზე არ შეუშვეს.

გუშინ, პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ პოლონეთის ხელისუფლება ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისთვის ფულად პრემიებს გადაუხდიდა. როგორც ლევანდოვსკიმ აღნიშნა, პოლონელ ფეხბურთელებს მუნდიალზე ფულის გამო არ უთამაშიათ.

„არაფერს ველოდებით, არასდროს არაფერს ვითხოვდით და არც ფულს. ცხადია, უმჯობესია ამ თემაზე საერთოდ არ ვისაუბროთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ფულისთვის არ წავსულვართ. პირველ რიგში ეროვნული ნაკრები, ფეხბურთი და სიამაყეა, რის გამოც მუნდიალზე ვითამაშეთ.

პრემიერთან შეხვედრა აეროპორტში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთი შედგა და ჩვეულებრივი საუბარი იყო. იქ გააკეთა პრემიერმა განცხადება, მაგრამ მართალი გითხრათ, ფეხბურთელებს ეს სერიოზულად არ მიგვიღია. არასოდეს ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ბონუსი, რა სახსრებიდან, ჩვენთვის ეს უფრო ვირტუალური ფული იყო. როგორც მივხვდი, ფულადი პრემიები არ იქნება და ძალიან კარგი, ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის სპორტი და ფეხბურთი გატაცებაა, ცხოვრების გზამკვლევი. ვშიშობ, რომ რაც უფრო მეტად აირევა სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში, მით უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტს თავს აარიდებს. პრემიებთან დაკავშირებული სკანდალი უფრო სწორედ ამ მდგომარეობის შედეგია, ვიდრე რეალური მიზეზი“, – განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

ცოტა ხნის წინ პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მურავეცკი ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 30 მილიონ ზლოტს დაჰპირდა, რაც ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონა. საბოლოოდ, თანხა ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადაირიცხება.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ნეიმარი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026
სპორტი

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს

17:23; 17 აგვისტო, 2026
სპორტი

6 წლის ოზურგეთელი მოჭადრაკე ქეთევან ჩხარტიშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

12:57; 21 ივლისი, 2026

უკრაინა ოკუპირებულ მელიტოპოლს თავს დაესხა

უკრაინის ომი შესაძლოა უფრო ფართო კონფლიქტად იქცეს - სტოლტენბერგი

ყველა სიახლე

საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026
საზოგადოება

გრიბოედოვის #29-ის მცხოვრებლები წვიმის დროს ისევ ზარალდებიან

15:40; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო