https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოიჰ, ვინ ანძ..ევს?! _ ელენე თევდორაძის საპარლამენტო თავგადასავლები

12:02; 23.02.2019
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

გავრცელებულია აზრი, რომ წარმატებულ კარიერად იღბლიანი მეწარმეობა, შოუ-ბიზნესის პოპულარული წარმომადგენლობა ან წარმატებული პოლიტიკოსობა ითვლება. ამათგან საქართველოში განსაკუთრებულად მაინც პარლამენტარობა ფასობს. უბრალო ობივატელის აზრით პოლიტიკოსები ბედს არ უჩივიან და ამა სოფლის ყველა სიკეთითაც მაქსიმალურად სარგებლობენ.

ჩვენი მოქალაქეების აზრი სიმართლეს მოკლებული არ გახლავთ. „ხალხის რჩეულები“ დეპუტატობის „უპირატესობას“ მაქსიმალურად იყენებენ და სხვადასხვა კანონების მიღების პარალელურად დროს შესანიშნავად ატარებენ. ხშირ შემთხვევაში ეს მოზრდილი დეიდა-ბიძიები ცელქი მოზარდების შთაბეჭდილებას ტოვებენ. კითხულობ ამ ადამიანების „საპარლამენტო თავგადასავლებს“ და გიკვირს, მათ ხელში ქვეყანამ დღევანდელ დღემდე როგორ მოაღწია.

დღევანდელ წერილში მკითხველს ხალხის „რჩეულების“ ცუღლუტობებისა და ონავრობის „საპარლამენტო“ ფაქტებს მივაწვდი.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. სამივე პარლამენტში ის თავისი ორიგინალური გამონათქვამებით ახალისებდა კოლეგებს, მისი ლექსები კი ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა, თუმცა, არა ყველასთვის.

„იმელის” პარლამენტის წევრი იყო ქართლოს ღარიბაშვილიც. ადვოკატი  პარლამენტში თავისი განუყრელი ჩიბუხით დადიოდა. ესენგეში შესვლის შემდეგ მას ზვიადისტებმა ესენგოსა ღარიბაშვილი შეარქვეს.

ერთ მშვენიერ დღეს ჯანსუღ ჩარკვიანი თავისთვის მშვიდად დადიოდა „იმელის” პარლამენტის ფოიეში. მასთან უცნობი მანდილოსანი მივიდა და ჰკითხა, ქართლოს ღარიბაშვილის ოთახს ხომ ვერ მიმასწავლითო. ჯანსუღ ჩარკვიანმა მანდილოსანს უთხრა, ხომ იცით, რა უცნაური კაცია ეგ ღარიბაშვილი, ხელში სულ ჩიბუხი უკავია და თავისი სამუშაო კაბინეტის კარზეც ჩიბუხის სურათი უკიდიაო. მანდილოსანმა ჩარკვიანს მადლობა გადაუხადა და ჩიბუხიანი კარის მოსაძებნად წავიდა. მალევე იპოვა, შიგნითაც შეიხედა და ატყდა კივილი… ჯანსუღ ჩარკვიანი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. „იმელის” პარლამენტში მამაკაცების ტუალეტებზე ჩიბუხის სურათები იყო გაკრული.

ერთხელ პარლამენტში დეპუტატობის დროს ჯანსუღ ჩარკვიანმა გადაწყვიტა, ნესტან კირთაძეს გახუმრებოდა და ასეთი ლექსი გაუგზავნა: „ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“, ქვემოთ კი მოაწერა ხელი – გივი შუღაროვი.

მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე ედოთ კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, თავად ძლივს ჩანდნენ. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი, ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში დაუშინა საწყალ გივი შუღაროვს.

გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობდა, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო.

გაგიჟდა კაცი, _ ნესტანჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, – თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ყველამ გულიანად იცინა და ნესტანიც შემოირიგეს.

სიტყვას უფროსი თაობის ერთ ყოფილ პოლიტიკოსს გადავცემ. ყოფილი დეპუტატი გერმანე ფაცაცია იმ პერიოდის საპარლამენტო „სხდომებს“ გაიხსენებს.

„მინდა, ის პერიოდი გავიხსენო, როცა პარლამენტის სხდომები „იმელის“ შენობაში იმართებოდა. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი მრავალფეროვნება: თუ ვინმე არსებობდა საქართველოში – შტერი იქნებოდა, სულელი, მოაზროვნე თუ პათოლოგი – ყველა ერთად იყო შეყრილი ამ პარლამენტში. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – დენის დანახვაც კი ხალხში ოვაციებს იწვევდა. ერთხელ, სიცივეა, დენი არ არის, თვით „იმელის“ შენობაშიც კი, ჩართულია ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი“ და ამგვარად ვმუშაობთ.

პარლამენტარებს ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, ისე ვსხედვართ და არავინ არაა მუშაობისა და, თუ გნებავთ, პოლემიკის ხასიათზე. ამ დროს მოვიდა ჩემთან ბეჟან ხურციძე და მეუბნება, რამე ვქნათ ისეთი, რომ სხდომა ჩავშალოთო. თუ ამას მოახერხებ, პურ-მარილს ვკისრულობო. მეც დავეთანხმე, რადგან იმავეს ვფიქრობდი.

როცა შესვენება გამოაცხადეს, ფოიეში შევეჩეხე ედუარდს. მე, ცოტა არ იყოს, ნასვამი ვიყავი, და მან საყვედური მითხრა – არ უნდა იცოდე, ვისთან უნდა დალიოო? თურმე, ნუ იტყვით და, ვისაც მე დავალევინე, იმან შესვენებამდე შევარდნაძე უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თემურ მირიანაშვილმა კი მე „ჩამიშვა“ – იმას გერმანემ დაალევინაო. მეც არ დავუთმე – ამისთანა ამბებს მე არავის, მით უმეტეს, სახელმწიფო მეთაურს, არ ვუთანხმებ-მეთქი. თან, მიზეზს ვეძებ, რომ სხდომა ჩავშალო და ბეჟანმა პურ-მარილი იკისროს. მივადექი მიკროფონს. ცხონებულ ვახტანგ გოგუაძეს მიჰყავდა სხდომა და გვერდით უზის ედუარდი. ვთხოვე, მაგრამ ვახტანგმა არ მომცა სიტყვის თქმის უფლება. როცა სხდომაზე ვახტანგს ვუსაყვედურე შინაურს ასე არ ექცევიან-მეთქი, მიპასუხა მღვდელი არ შეიძლება, შინაური იყოსო, მე ვუთხარი, პროცედურაზე რომ არ მომცე სიტყვა, უფლება არ გაქვს-მეთქი.

როგორც იქნა, მომცა სიტყვა და მაშინვე გამოვაცხადე: – ბატონო ედუარდ, რაც იქ ფოიეში, შესვენების დროს მოხდა, აქ უნდა გავუკეთო კომენტარი: თქვენ მე ყოველთვის მაძაგებდით, მე კი ყოველთვის გაქებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ორივენი მწარედ ვცდებოდით-მეთქი. ამის თქმა იყო და დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა,

სხვათაშორის, გერმანე ფაცაციას „ყველაზე მსმელისა“ და „ყველაზე სიმპათიური“ პარლამენტარის „ნომინაციაშიც“ უმარჯვია.

„სხვათა შორის, ადრე ჟურნალისტებმა დააწესეს ნომინაციები, პარლამენტარებისთვის: თუ ვინ იყო პარლამენტარებიდან „ყველაზე მსმელი“, „ყველაზე მწეველი“, „ყველაზე მექალთანე“ და „ყველაზე სიმპათიური“. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ ლამის მე გავიმარჯვე ყველა ნომინაციაში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაზე სიმპათიურად რომ დამასახელეს, მაინც გამიკვირდა, რადგან გიორგი კობახიძის დასახელებას ვვარაუდობდი, მაგრამ მოწევასა და სმაში რომ ვერავინ „გადამიჯოკრავდა“, ზუსტად ვიცოდი. თუმცა, მექალთანეც ვიყავი – ამას ვაღიარებ. მე, ეტყობა, დანარჩენ ნომინაციებში რომ ვლიდერობდი, მერე კობახიძეს ეს ნომინაციაც „დავაწერე“. სულ მუდამ ჟურნალისტების გვერდით ვტრიალებდი, სულ ბუფეტში ვიყავი გამოჯგიმული და ამიტომაც ვუყვარდი ბუფეტის თანამშრომლებს. მქონდა ფული თუ არა, იქიდან ვერ მაგდებდნენ და მერე ისე შემეჩვივნენ, რომ აღარ ვენახე იქაურ პერსონალს, მომისაკლისებდნენ ხოლმე. მეხვეწებოდნენ, ოღონდ მოდი და „პოსლეზეც“ თანახმა ვართო. იმ დროს გამოჩნდნენ ფულიანი პარლამენტარებიც და შევიძინე ისეთი მეგობარი, როგორიც ზურაბ ახმეტელია. მან თავისი სამუშაო ოთახის გასაღები მომცა და იმის ოთახში გამოტენილი მქონდა მაცივარი სასმელებით.

ამის მერე ვიღაცას ეგონება, რომ ჩვენ არ ვმუშაობდით, მაგრამ ეს მომენტებიც იყო თანმდევი, რადგან ყველა ქართველში ვაზისა და ღვინის ღვთაება თანაბრად ზის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადრე ჟურნალისტებმა მე თბილისელ დარდიმანდადაც მაღიარეს“.

დღევანდელი „მოგონებების“ ბოლო სტუმარი ქალბატონი ელენე თევდორაძე იქნება. ეს ადამიანი ქართულ ენასთან „ახლო ურთიერთობით“ ვერ დაიკვეხნის და ამ მიზეზის გამო უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა.

პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაპირველად ციხეებში არსებული ვითარებით დაინტერესდა, რამდენიმე საპატიმრო ნახა და ნანახით შეძრწუნებული დარჩა. თავისი განცდების გადმოცემა მან პარლამენტის სხდომაზე სცადა, მიკროფონთან მივიდა და თავისი ქართულით განცხადების გაკეთება დაიწყო: – მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს, – განაცხადა აღშფოთებულმა თევდორაძემ. დეპუტატებს ხომ მეტი არ უნდოდათ და დიდი სიცილ-ხარხარი ატეხეს. ამან თევდორაძე გაამწარა და კიდევ ერთხელ მოითხოვა სიტყვა. მიკროფონი ჩაურთეს.

– პატიმრებს საშინლად ხმარობენ, თქვენ კი იცინით! – ლამის ტირილით თქვა თევდორაძემ. დეპუტატები ისევ ახარხარდნენ და სანამ თევდორაძე მესამედაც მოითხოვდა სიტყვას, საქმეში სპიკერატი ჩაერია. მათ გაარკვიეს, რომ თევდორაძეს სიტყვა „ხმარების“ ნაცვლად უნდოდა, სიტყვა „ეპყრობიან“ ეთქვა.

ისევე, როგორც პარლამენტის სხდომებზე, დეპუტატები ბიუროზეც ძირითადად ერთობოდნენ. კანონპროექტების განხილვა მათ დამღლელ საქმიანობად მიაჩნდათ. ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეიმუშავა მორიგი წინადადება. ეს წინადადება თევდორაძემ ბიუროზე წარადგინა. ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ბიუროს წევრები საკუთარი მანქანების თავისებურებებზე საუბრობდნენ და თევდორაძის წინადადება არც კი გაუგონიათ. მის ინიციატივას მხოლოდ ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და წინადადება მოუწონა. მადლიერმა თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. – დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას, – განაცხადა თევდორაძემ. დეპუტატების მოსაბრუნებლად კინაღამ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

პარლამენტის ბიუროს ოთახში დეპუტატები ორ გრძელ მაგიდასთან ისხდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე ელენე თევდორაძე რაღაცას წერდა, მისი კოლეგები კი ჭორაობით ერთობოდნენ და, როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად იქნევდნენ ხელებს. მაგიდა ყანყალებდა და თევდორაძეს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. – ოიჰ, ვინ ანძრევს?! -იკითხა აღშფოთებულმა თევდორაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27 თებერვალი, 2026
ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024

ზვიად კუპრავა დააკავეს

ქურდობა სუფსაში _ სამართალდამცავებმა ერთი პირი დაკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო