https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოპოზიციონერი დეპუტატი: “სამი მაღაზია მაქვს და სამივე გაჩერებულია _ შია ხალხს!”

10:06; 11.06.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, დღის წესრიგის შესაბამისად, დეპუტატებს ორ ძირითად საკითხზე მოუხდათ გადაწყვეტილების მიღება.

“ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” 2019 წელს მიღებულ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ნაჭყებიამ გააცნო დეპუტატებს და მათი მხარდაჭერაც უპირობოდ მიიღო.

საკრებულოს წევრთა თანხმობით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 2017 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც.

ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ კი სხვადასხვა საკითხზე საუბრის ჯერიც დადგა და საკრებულოს წევრებსაც მეტი აქტიურობა დაეტყოთ.

 პირველად სიტყვა აცანის მაჟორიტარმა, ემზარ თედორაძემ ითხოვა და აქცენტი სოფელ აცანაში გაყიდულ ქონებაზე გააკეთა. თედორაძის თქმით, აქ გაყიდული ქონებიდან შემოსული თანხის ნაწილი მაინც სოფელს უნდა მოხმარდეს გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად:

“გია ნაჭყებიამ თავის გამოსვლაში თქვა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გარკვეული ოდენობის თანხა შემოვიდა გაყიდული ქონებიდან. როგორც ვიცი, 273 ათასი ლარი ჩვენი აცანელების შენახული ქონების გაყიდვის შედეგად შემოვიდა. კი, ბატონო, გაყიდა მუნიციპალიტეტმა, მაგრამ ჩემი თხოვნაა, ამ თანხის გარკვეული ნაწილი _ ყველას ხომ არ ვითხოვ _ მოხმარდეს აცანას. ათასი პრობლემაა სოფელში _ გაზი არაა, გზა არაა და უამრავი რამ არაა”, _ თქვა აცანის წარმომადგენელმა ლანჩხუთის საკრებულოში.

ლელა ჩახვაძემ, რომელიც საკრებულოში ოპოზიციის მანდატით სარგებლობს, სოფელ ნინოშვილში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნინოშვილის მოსახლეობის ნახევარი წყლის გარეშეა დარჩენილი:

“ნინოშვილში მოსახლეობის ნახევარს წყალი არ მიეწოდება. შარშან გთხოვეთ დახმარება. შემპირდით, რომ პრობლემა არ იქნებოდა და მილს შეუძენდით სოფელს, მაგრამ ერთი წელი გავიდა. რა არის ეს! ნუთუ ვერ მოხერხდა ამ მილის შეძენა?!” _ კითხვით მიმართა ჩახვაძემ სხდომაზე მყოფ მუნიციპალიტეტის პირველ პირს ალექსანდრე სარიშვილს.

სარიშვილის თქმით კი, მილი რამდენიმე დღის წინ შეიძინეს და გააკეთეს კიდეც ნინოშვილში:

“მეცხრე ბლოკი აფეთქდა, თუ რა ხდება?!” _ კიდევ ერთი კითხვით მიმართა ლანჩხუთის მერს, ლელა ჩახვაძემ. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას:

ლელა ჩახვაძე: “მეცხრე ბლოკი აფეთქდა, თუ რა ხდება?!”

“სხვაგან როგორაა, არ ვიცი, მაგრამ ათი დღის განმავლობაში, სოფელ ნინოშვილში, დენის მიწოდება შვიდჯერ შეწყდა სხვადასხვა დროით. ერთი დღე 12 საათით იყო გამორთული. რა ხდება, ბოლოს და ბოლოს, ვერ ვხვდები. მეცხრე ბლოკი აფეთქდა?!” _ კითხვა დასვა დეპუტატმა.

ალექსანდრე სარიშვილის თქმით, როცა ელექტროენერგია ითიშება, აბონენტს წინასწარ ეგზავნება სმს-ს შეტყობინება და თუ ასეთი რამ არ ხდება, მაშინ ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ავარიული გამორთვაა.

ლელა ჩახვაძეს დასტური ნინოშვილის მაჟორიტარმა დათო ჩხარტიშვილმაც მისცა. მისი თქმით, ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე მეტად დაჩაგრული მუნიციპალიტეტის ეს ზონაა:

“ვეთანხმები ლელას გამოსვლას. აი, თუნდაც, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ 7-8 საათი სოფელს დენის მიწოდება არ შეუწყდეს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაზე დაჩაგრული ეს ზონაა. თუ ასე ბევრი რამაა გასაკეთებელი, გათიშონ დენი ერთხელ სამი-ოთხი დღით, გააკეთონ ბოლომდე და შემდეგ დაგვანებონ თავი. სულ რეაბილიტაცია სად გაგონილა?! არასასიამოვნო სიტუაციაა. თან ახლა ზაფხული მოდის, ხალხს მაცივარი სჭირდება”, _ აღნიშნა ნინოშვილის მაჟორიტარმა, რომელმაც მერს ნინოშვილი-მაღალჯუმათის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის პრობლემაც შეახსენა და გზების დეპარტამენტთან სოფელ გულიანის საზღვარზე არსებული მეწყერული ზონის სიტუაციის გარკვევაც სთხოვა:

“დაგვენგრევა იქ სახლები თავზე. მერე გაცილებით ძვირი დაჯდება იმ სახლების აღდგენა და მოსახლეობასთან სიტუაციის დალაგება. ხალხიც ცოდვაა და ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. იქნებ, დავალაგოთ სიტუაცია, რომ გამაგრებითი სამუშაოები გააკეთოს გზების დეპარტამენტმა”.

შუქის მიწოდების პრობლემასთან დაკავშირებით ალექსანდრე სარიშვილმა შესთავაზა დეპუტატებს, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ლანჩხუთის მენეჯერი მოეწვიათ და მისგან მოესმინათ განმარტებები საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება ნინოშვილი-მაღალ ჯუმათის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს, მერის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკით შეუძლებელია იქ გაწმენდითი სამუშაოების წარმოება:

“იმხელა მასაა წამოსული, გამორიცხულია ჩვენი ტექნიკით მისი გაწმენდა. ვმუშაობთ, რომ ტექნიკა ვიშოვოთ და ჯუმათის მხრიდან მოხდეს ჩამოწოლილი მასის გატანა, აქეთ მხრიდან შეუძლებელია სამუშაოების წარმოება _ ვიწრო გზაა და ვერ გავიტანთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, ამის თაობაზე არა ერთხელ მივმართე გზების დეპარტამენტს. იქ რამდენიმე ოჯახს სერიოზული პრობლემა ექმნება _ ეს ოჯახები მეწყერულ ზონაში არიან და მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. მიმდინარე სიტუაციაში ჩემთან იყვნენ ჩამოსულები ნინოშვილის მცხოვრებლები, კიდევ ერთხელ მივმართე გზების დეპარტამენტს. მოკლედ, ყველა იქ არსებული პრობლემა ასახულია და გადამისამართებულია”, _ განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემ სოფელში შიდა გზების პრობლემაზე ისაუბრა. იგივე პრობლემა გააჟღერა ქალაქის მაჟორიტარმა გიგი გვარჯალაძემც და აქცენტი ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პრობლემებზეც გააკეთა.

ჩიბათის მაჟორიტარმა გიორგი ჩახვაძემ სხდომაზე მყოფებს სოფლის ახალგაზრდობის სახელით ესაუბრა და მათი გულისტკივილი გააცნო:

“მინდა ჩიბათის სკოლისა და ახალგაზრდობის გულისტკივილი გაგაცნოთ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არ არსებობს სკოლა, სადაც თუნდაც ღია სპორტული მოედანი მაინც არ იყოს. ამდენი წელია, ვამბობ, რომ ჩიბათის სკოლას ასეთი არაფერი აქვს. რამდენ მინისტრს შევხვდი, რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლამის ყოველდღე ვესაუბრები. არ შეიძლება, ხალხო, იყოს ასეთი ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სკოლა, როგორიც ჩიბათშია, დარბაზს თავი რომ დავანებოთ, ღია მოედანი მაინც არ ჰქონდეს. მომეხმარეთ იმაში, რომ ღია მოედანი მაინც გაკეთდეს ამ სკოლაში.

ამას რომ თავი დავანებოთ, სოფლის ახალგაზრდობა პასუხს მთხოვს ხელოვნურსაფარიანი სტადიონის გამო _ ხუთი წელია რომ შემოგვირაგვე აქაურობა მოსაჩვენებლად, მერე რა ხდებაო?! არ არსებობს, ალბათ, საქართველოში ობიექტი, რომლის გაკეთება დაიწყო და ხუთი წლის განმავლობაში არ დასრულებულა. დიდ მშენებლობებზე არ ვამბობ, 50-ათასიან ობიექტზეა საუბარი. იქნებ, წელს ეს საქმე მიმაყვანინოთ ბოლომდე. 20 ათასი ლარის სამუშაოები უკვე შესრულებულია, რაც დარჩა 30 ათასი ლარი დაჯდება. რომ დავიწყეთ ხუთი წლის წინ დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს?!” _ იკითხა ჩახვაძემ.

ხმაურიანი გამოდგა სხდომის ფინალი _ მმართველი გუნდის წევრთა მხრიდან ხმამაღალი ტონი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის კახა ასკურავას მხრიდან იმუნიზაციის თემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვას მოჰყვა.

ასკურავა დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის ვაქცინაციასთან მიმართებით. ასკურავას ბრალდების მთავარი ადრესატი ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრი გახდა. მისი თქმით, აღნიშნულ სამსახურს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით:

“ლადო ჩხაიძის სამსახურიდან გაშვება იყო მთავარი იმ სამსახურში?! არაფერი მაქვს ახლანდელი უფროსის, ნატო მენაღარიშვილის საწინააღმდეგო _ ნამდვილად პროფესიონალი კადრია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სამსახურს არაფერი გაუკეთებია, რომ მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით”, _ თქვა ასკურავამ თავის გამოსვლაში და სხდომაზე მყოფ მერს, ალექსანდრე სარიშვილს კითხვაც დაუსვა: “რამდენი ლანჩხუთელია ვაქცინირებული, თუ იცით? სამწუხაროა, რომ არ იცით.”

“მე ამ ყველაფერს პოლიტიკური ნიშნით არ ვამბობ. სამი მაღაზია მაქვს და სამივე გაჩერებულია. შია ხალხს, კატასტროფული მდგომარეობაა. არაფერი არ მუშაობს ამ ქვეყანაში”, _ კრიტიკის ტონით გააგრძელა საუბარი ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

სწორედ ენმ-ის წევრის ამ გამოსვლასა და შენიშვნებს მოჰყვა მერისა და უმრავლესობის წევრ დეპუტატთა უკმაყოფილება.

“სირცხვილია ეს, რასაც ამბობ, საზოგადოებრივი ჯანდაცვა მუშაობს სრული დატვირთვით. ბოდიში მოიხადე, ძალიან გთხოვ!” _ ურჩია ალექსანდრე სარიშვილმა ასკურავას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

„კაცი მრუმე ნისლიდან”

ქალების არჩევანი

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო