ოზურგეთელი გაბრიელ თავბერიძე ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია!
“ გორში უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენი გაბრიელ თავბერიძე ( 62 კგ) საქართველოს ჩემპიონია!
მწვრთნელები ძმები ზურაბიანები”,_ წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.







































































