ოზურგეთელი წარმატებული სპორტსმენი, 20 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი, ხორვატიის თასის გამარჯვებული ნიკა ღლონტი, რომელიც ახლახან საქართველოს ჩემპიონატში, ბერძნულ-რომულ ჭიდაობაში ბრინჯაოს პროზიორი გახდა, დღეს ესტონეთში იმყოფება.
აქ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, 8_9 თებერვალს საერთაშორისო ტურნირი იმართება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
_აქ საერთაშორისო ტურნირი იმართება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მასში საქართველოს ნაკრები მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაშიც ვართ მე და ჩემი ოზურგეთელი მეგობრები, მოჭიდავეები, ლუკა ფიფია (77 კგ) და გიორგი ბერიძე(63 იგ). სულ საქართველოს ნაკრებში 16 სპორტსმენი ვართ, _ გვითხრა ნიკა ღლონტმა.
კითხვაზე, როდის იწყება ტურნირი და როგორია საჭიდაო განწყობა, ნიკამ გვიპასუხა, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:
_გუშინ ტალინში ჩამოვედით. ასპარეზობა 8 თებერვალს დაიწყება. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ. აბა, ამხელა გზაზე ტყუილად ხომ არ ჩამოვიდოდით? _ თავდაჯერებით გვითხრა მან.
გამარჯვებას ვუსურვებთ ნიკა ღლონტს და რა თქმა უნდა, მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს!
ავტორი