15 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, მას კი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი: „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“.
აღნიშნული განკარგულების პროექტის დამტკიცებით, სოფელ დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვარის გზისა და სოფელ დვაბზუს ცენტრალური გზის განშტოების რეაბილიტაცია მოხდება.
სოფელ დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვარის გზის პროექტის განსახორციელებლად 2 178 769 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ დვაბზუს ცენტრალური გზის განშტოების რეაბილიტაციისთვის _ 416 626 ლარი.
რიგგარეშე სხდომაზე ასევე დაამტკიცეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მდებარე მეორე და მეათე ქუჩებისთვის „წმინდა სოფიას“ სახელის მინიჭებისა და შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გომში მდებარე პირველი ქუჩის ნაწილისთვის ცნობილი ექიმის, აკადემიკოს გივი დუმბაძის, ხოლო სოფელ შემოქმედში მდებარე მეორე ქუჩისთვის „შემოქმედის“ სახელის მინიჭების თაობაზე.
რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხები არ განხილულა და ის მოკლე დროში დასრულდა.
ავტორი





































































