რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი, სადაც მერაბ დვალიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადამიანი გაასამართლეს, _ ამის შესახებ ფეისბუქში ვიდეომიმართვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თათია ნიკოლაიშვილი საუბრობს.
ნიკოლაიშვილის თქმით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადამიანები წლებია, ელოდებიან საქმეების განხილვას და სხვადასხვა მიზეზის გამო პროცესების დაწყება ვერ ხერხდება.
„ ეს ყველაფერი, რაც ბოლო დროს ხდება ქვეყანაში, სქროლვა-სქრინის სააგენტოს მიერ არის. კაგებეს მეთოდებია და ემსახურება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. არის საქმეები, რომელთა განხილვა 9-10 წელია არ დაწყებულა, სამაგიეროდ, ფეისბუქკომენტარებისთვის ხდება დროის დაკარგვა.
ამჯერად, მერაბ დვალიშვილის ფეისბუქზე შეურაცხყოფისთვის ა.გ.-ლიას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა და ასე დასრულდა ეს ამბავი.
ასეთ აბსურდულ საქმეებზე უხდებათ მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოტანა, ამ დროს კი უამრავი ადამიანი ელოდება საქმეების განხილვას”, _ ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იყო ჩანიშნული პროცესი და შენიშვნა გამოეცხადა ა.გ.-ლიას, _ გვითხრეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.




































































