24 ივლისს, ქალაქ ოზურგეთში დაგეგმილია, დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (შემდგომ-სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა, _ ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“როგორც მოგეხსენებათ დაბა გომისმთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე გომისმთაზე ასობით ტურისტი დადის ყოველდღიურად.
კურორტზე ყველაზე მთავარია ამ ეტაპზე მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება, მაგალითად უკანონო მშენებლობები, კანალიზაციის სისტემის მოგვარება, ასევე წყლის საკითხის მოგვარება. დაბამდე მისასვლელი გზა დაახლოებით ორი წლის წინ დაიგო”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა 24 ივლისს, 14:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში (ქ. ოზურგეთი, ვიქტორ დოლიძის ქ.№1) გაიმართება.
ავტორი

































































