ქალაქ ოზურგეთში „ტკბილი ფესტივალი“ გაიმართება ღონისძიება _ “ტკბილი ფესტივალი 2026-ის” მოწყობის მომსახურებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
წინადადების მიღება იწყება 28 ივლისს და მთავრდება 30 ივლისს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე წერია, მერიამ „ტკბილი ფესტივალის“ ჩასატარებლად 98 250 ლარი გამოყო.
ფესტივალი, სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება.
































































