სომეხმა სამართალდამცავებმა ოპოზიციური, პრორუსული პარტიების ლიდერებს სომხეთიდან გასვლის უფლება არ მისცეს, _ _ იუწყება სომხური მედია.
14 ივნისს, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და „სომხეთის ალიანსის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან საზღვარგარეთ გაფრენა სცადა, თუმცა, სამართალდამცავებმა მას ამის საშუალება არ მისცეს,
ქოჩარიანის პრესსამსახურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სომხეთის სამი დღით დატოვებას აპირებდა და ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ საარჩევნო კამპანიის გამო გადაიდო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც „სამთავიანი მაფიის“ განადგურების აუცილებლობაზე განაცხადა (როგორც ფაშინიანი რობერტ ქოჩარიანის, სერჟ სარგსიანის და გაგიკ ცარუკიანის მეთაურობით მოქმედ ძალებს უწოდებს):
„ამიტომ ნუ იჩქარებთ პანიკაში ბარგის ჩალაგებას. საარჩევნო კამპანიის დროსაც კი ვთქვი, რომ სომხეთიდან გაქცევის შესაძლებლობაზე იოცნებებთ, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არ გექნებათ“.
7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უნდა დაეპატიმრებინათ: „არჩევნების შემდეგ, რობერტ კოჩარიანი უნდა დაეპატიმრებინათ 1 მარტის დანაშაულისთვის . მაშინდელ მოვლენებში დამნაშავეებმა მრავალი წელი უნდა გაატარონ ციხეში“.
2008 წლის 1 მარტს, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების დროს ათი მომიტინგე დაიღუპა. კოჩარიანი გარკვეული დრო პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა, სასამართლოს არაფერი მიუსჯია.
9 ივნისს, სომხეთიდან არ გაუშვეს პრორუსული პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ ცარუკიანიც _ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.
ასევე, ქვეყნიდან გასვლაზე უარი უთხრეს პრორუს ნარეკ კარაპეტიანსაც, რომელიც ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.






































































