მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლი მშენებლობაზე ცარიელი იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბოთლი ოქროსა და ვერცხლისგანაა დამზადებული, ხოლო საცობი რუსეთის იმპერიის სიმბოლოს არწივის მსგავსია და ბრილიანტისგან შედგება.
გავრცელებული ინფორმაციით, 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების არყის ბოთლი კოპენჰაგენის ბარის არყის კოლექციიდან მოიპარეს.