https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა: “ინგლისში გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოში ხომ უნდა ვიცოდეთ?!“

6:03; 19.03.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ძალიან დიდია ინტერესი, რადგან ადამიანებს აწუხებთ ეს და არ იციან, როგორ მოიქცნენ, ვის მიმართონ, რომელ ექიმს, არ იციან, ეს საშიშია, თუ არა; არ იციან, ადრე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებაა, კოვიდის მიერ პროვოცირებული, თუ ორგანოთა სისტემების რაღაც ახალი დაზიანებაა გამოწვეული კოვიდის ვირუსით, რომელიც მანამდე _ კოვიდამდე არ იყო,“ _ ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი.

მსოფლიოში კოვიდგამოცდილების მძიმე, გრძელმა პერიოდმა აჩვენა, რომ ავადმყოფების ნახევარზე მეტს, სიმპტომები უხანგრძლივდება ან კიდევ, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორი თვის შემდეგაც კი, ხელახლა უჩნდება ახალი სიმპტომები. სწორედ ამის გამო, გაჩნდა ახალი ტერმინები გახანგრძლივებული კოვიდის, პოსტკოვიდური სიმპტომების, პოსტ-კოვიდური სინდრომის ანუ როგორც მეცნიერები უწოდებენ PCS-ის სახით.

თათია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კოვიდ-19 გადაიტანა, თუმცა, ორი თვის შემდეგ, მას იგივე სიმპტომები გამოუვლინდა, თანაც, გაცილებით რთული ფორმით.

ცირა წურწუმია 35 წლისაა; კოვიდმა სუნთქვის უკმარისობა, მეხსიერების დაქვეითების პრეცენდენტები დაუტოვა.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ალექსანდრე გოგინავა “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ კოვიდის გადატანის შემდგომ, პაციენტთა გარკვეულ და არც თუ ისე მცირე ნაწილში გახანგრძლივებული სიმპტომები _ სისუსტე, ადვილად დაღლა, წნევის ცვალებადობა, ქოშინი, დაბალი ტემპერატურული რეაქცია 37.3 გრადუსამდე, არ არის საშიში და ძირითად შემთხვევებში, ეს სიმპტომები ლაგდება ყოველგვარი ჩარევის გარეშე. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კოვიდის შემდგომი სიმპტომები დინამიკაში მზარდია.

ალექსანდრე გოგინავა | ფოტო: primetime.ge

_ ძირითადად, ისეთ პაციენტებს ურთულდებათ, რომლებმაც კოვიდი მძიმედ გადაიტანეს. ასეთ დროს აუცილებელია, რომ პაციენტმა მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელმეორედ შეფასდეს და თუ საჭიროა, გარკვეული კვლევები და შემდგომ მკურნალობა ჩაუტარდეს.

_ რა შემთხვევაშია საშიში პოსტკოვიდური სიმპტომები?

_ თუ სიმპტომები ხანგრძლივია და აქვს მზარდი ხასიათი. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ სხვადასხვა ფონური დაავადებები და აქვთ მაღალი რისკი, რომ დაავადება მძიმედ განვითარდეს. ამიტომ, თუ სიმპტომები გახანგრძლივდება 3 კვირაზე მეტ ხანს და ექნება მზარდი ხასიათი, მაშინ საშიშია. გართულება ყველა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ  ძირითადად, შედარებით ხანდაზმულ ასაკში გვხვდება _ 50-60 წლის ზემოთ და პლუს იმ პაციენტებში, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

თუ პაციენტს მსუბუქად გადააქვს კოვიდი, ამ შემთხვევაში, მას არანაირი დამატებითი კვლევა არ სჭირდება. მაგრამ, იმ პაციენტებს, ვინც მძიმედ გადაიტანა დაავადება ან არიან ასაკოვნები, ან აქვთ სხვადასხვა ფონური დაავადება, ვურჩევ, რომ იყვნენ ყურადღებით და სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თერაპევტებს ან ოჯახის ექიმებს, _ ასეთ რჩევას აძლევს ექიმი კოვიდგადატანილებს.

მსოფლიოში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პოსტ კოვიდურ გართულებებს, რადგან ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებული ბრიტანული კვლევის მიხედვით, იმ პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკაში ისევ მოხვდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებმა, რომელიც 240 000-მდე პაციენტის შესწავლას ეფუძნება, აჩვენა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 33%-ს ნევროლოგიური დაზიანებები, დემენცია, შფოთვა, პარკინსონის ნიშნები გამოუვლინდა; მათგან 12%-ს ეს სიმპტომები მანამდე საერთოდ არ ჰქონდა; 21%-ს კი, ჩივილები კოვიდის მიერ პროვოცირების მერე გამოუვლინდა.

ამ კვლევებით დგინდება, რომ ხელახალი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება გულთან, თირკმელებთან, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო დგება, არის ინფარქტისა და დიაბეტის შემთხვევები. კვლევების თანახმად, ექიმებისთვის ხელახლა მიმართვის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 1000 კაცზე 766-ს უტოლდება.

პოსტკოვიდურ სიმპტომებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომელიც CDC-მ ჩაატარა.

საქართველოში ასეთი სახის კვლევა ჯერ არ ჩატარებულა; მეტიც, უცნობია, ზუსტი სტატისტიკა, რამდენი პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე პაციენტი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევებს კონკრეტული კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი მონაცემის დასადგენად, შესაბამისი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო: „ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ჩვენთანაც არის“.

საქართველოში არათუ სიღრმისეული კვლევა, ერთიანი მონაცემებიც კი არ არსებობს პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ. ცალკეული კლინიკები ცდილობენ, თავად გაუმკლავდნენ ე.წ. “დაბრუნებული პაციენტების“ საჭიროებებს. მაგალითად, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კონკრეტულად პოსტკოვიდური ჩივილების მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა ცალკე განყოფილება, სადაც საშუალოდ 10-15 ადამიანი მუდმივად მკურნალობს. მათი უმრავლესობა საშუალო ასაკის ან ხანში შესული პაციენტია, ქრონიკული დაავადებით, თუმცა კლინიკაში ხვდებიან ახალგაზრდებიც. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი ამბობს: “პოსტკოვიდური ჩივილების მქონე პაციენტების ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ კოვიდი, ძირითადად, სუნთქვით სისტემებს აზიანებს და პაციენტებს, როგორც წესი, ფილტვების, თირკმლების, გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს უტოვებს. ბოჭორიშვილის კლინიკის არც ერთი პაციენტისთვის ეს გართულებები ფატალურად არ დასრულებულა“.

“გურია ნიუსი“ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს სამსახურს დაუკავშირდა, რათა გაეგო, არის თუ არა საქართველოში პოსტკოვიდური კლინიკები, რომელთა გახსნას მთავრობა წლის დასაწყისში აანონსებდა; ასევე, გვაინტერესებდა ფინანსდება თუ არა სახელმწიფოს მიერ კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობა. სამწუხაროდ, ვერც ერთ კითხვაზე, ჯერჯერობით, პასუხი ვერ მივიღეთ.

ასევე, ვერ მოვიპოვეთ ოფიციალური სტატისტიკა, მოსახლეობის რამდენ პროცენტშია დადასტურებული კოვიდის შემდგომი გართულებები, რა ასაკობრივ შუალედში და ამ დროისთვის რამდენი პაციენტი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა “გურია ნიუსს“ უპასუხა, რომ “უწყების ვებ გვერდზე, მეხუთე გამოცემაში ან ყოველდღიურ სტატისტიკაშია ეს ინფორმაცია თავმოყრილი“.

მიუხედავად იმისა, რომ დაწვრილებით დავათვალიერეთ მითითებული ვებ გვერდი, იქ არსებული ყველა სტატისტიკური მასალა, ეს კონკრეტული მონაცემები ვერსად ვიპოვეთ; ან კი, რა აზრი აქვს ინფორმაციის განთავსებას სადმე, თუკი, მას დაინტერესებული პირი ვერ იპოვის და გაეცნობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების პირდაპირი მოვალეობაა, რომ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარონ; ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, ცენტრის შესაბამისი პროფილის თანამშრომლები, შემდგომში, სტატისტიკური მონაცემების მოძიებაში დაგვეხმარებიან, თუკი ასეთი მონაცემები საერთოდ არსებობს…

11 თებერვალს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას აცნობა, რომ მისი გუნდი პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკაზე, კვლევასა და მკურნალობის პროგრამაზე იწყებს მუშაობას.

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: “ახლა, როცა პაციენტი მოგვმართავს ჩვენ და სხვა კლინიკებს, ყველა ექიმი თავისი სტილით და შეხედულებისამებრ უტარებს რაღაც კვლევას და რაღაც მკურნალობას, რაც არ არის სწორი. შეიქმნება კვლევების ფართო ჩამონათვალი და ყველა ამ გამოკვლევას ჩაატარებს ყველა ის კლინიკა, რომელიც სელექციური კონტრაქტირებით მოხვდება ამ სახელმწიფო პროგრამაში, ანუ იქნება ერთიანი მიდგომა და პაციენტებისთვის, მეტწილად, უფასო მომსახურება“.

ბატონი თენგიზი სამკურნალო გაიდლაინის აუცილებლობაზეც საუბრობდა, თუმცა, დროის დაზოგვის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ჯერ უფასო სახელმწიფო პროგრამის ამუშავებას აანონსებდა:

“გაიდლაინი იქნება ყველაზე მრავალმხრივი, რადგან შევა უამრავი სინდრომი. ბიუროკრტიულად გაიდლაინის შედგენა არის რთული პროცესი, ამიტომ ვერ დავუცდით გაიდლაინს. თუ რამე განსხვავებები იქნება, პროგრამა მოერგება გაიდლაინს“ (წყარო: “რადიოთავისუფლება“). ამავე წყაროსთან, თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ კვლევა ჩატარებულიყო, გაიდლაინი შემდგარიყო და სახელმწიფო პროგრამა ამ ყველაფერს დაყრდნობოდა, მაგრამ…

თენგიზ ცერცვაძე: “კვლევით გავიგებთ, კოვიდგადატანილების რამდენ პროცენტს უვითარდება სინდრომი – ინგლისში გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოში, ხომ უნდა ვიცოდეთ? რამდენია ქალი, კაცი, როგორია ასაკობრივი განაწილება, როგორი გართულებები მოჰყვება – ნევროლოგიური, გულსისლხძარღვთა თუ სხვა.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ პაციენტებს. უკეთესი იქნებოდა ჯერ კვლევა ჩატარებულიყო და ამის საფუძველზე შემდეგ პროგრამა ამოქმედებულიყო, მაგრამ, როგორც გითხარით, დრო უნდა და ამას ვერ დავუცდით“.

კვლევა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბაზაზე, სხვა შესაბამისს ინსტიტუტებთან ერთად უნდა ჩატარებულიყო, ხოლო კვლევაში ჩართული კოვიდგადატანილები საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო.

“ჩვენ გვაქვს ბოლო 2 თვეში ყველა კოვიდგადატანილის სია, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში. შემთხვევითობის პრინციპით შევარჩევთ. იქნებიან ქალები, კაცები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი და ა.შ. შეავსებენ კითხვარებს და ჩაუტარდებათ ყველა ის კლინიკური გამოკვლევა, რაც დასჭირდებათ. შეიძლება არც იცის, რომ სინდრომი აქვს და ჩვენ აღმოვაჩინოთ“, _ ამბობდა თენგიზ ცერცვაძე.

ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ, თუ რა სახის სერვისები მიიღო ე.წ. “დაბრუნებულმა“ კოვიდგადატანილმა პაციენტმა საქართველოს მასშტაბით; მანამდე კი შეგახსენებთ, რომ უკვე 9 მარტს სახელმწიფომ პოსტკოვიდური კვლევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 მარტიდან თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინიციატივით, დაიწყო პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა. მისი განმარტებით, კვლევაში შემთხვევითი წესით შერჩეული 500-600 ადამიანს ჩართავენ, თუმცა, მხოლოდ თბილისიდან:

„ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რათა მოხდეს სრულად შესწავლა მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის და გამოვლინდეს, რაიმე დარღვევა უკვე კლინიკურ–ლაბორატორიულ დონეზე ვლინდება თუ არა. შესაძლოა, ჩივილი არც იყოს გამოხატული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რომლებიც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა“, _ განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ამავე ბრიფინგზე განმარტეს, კვლევისათვის, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზიდან შეარჩიეს თბილისში მცხოვრები დეკემბერი-თებერვლის პერიოდში ინფიცირებული მოქალაქეები, რომელთაგან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ინფექციურმა საავადმყოფომ შეარჩია 500 ადამიანი. მათ დაეგზავნათ ინფორმაცია და გაივლიან შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს.

მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, კორონავირუსის გადატანის შემდგომი ჩივილებით. თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბრიდან აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევების პროტოკოლი; პირველადი ჯანდაცვის ექიმები მომზადებულნი არიან ამ მიმართულებით; პაციენტების ნაწილს ამ კვლევების გავლა შეუძლია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში; რეაბილიტაციის კომპონენტი ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან და კორონაგადატანილ პაციენტს შეუძლია აბასთუმნის ცენტრში ჩაიტაროს სარეაბილიტაციო კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით.

რაც შეეხება კვლევას, ითქვა, რომ კვლევის შედეგებით საქართველო შეუერთდება იმ მონაცემებს, რომელიც პოსტკოვიდური სინდრომის კვლევის ფარგლებში მსოფლიოში გროვდება.

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

მამუკა ხაზარაძე: "აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებები ჩაშალა"

ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო