,,პარტრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბარი აუცილებელია. მარშანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა პარლამენტის წევრებს თუ რა ძალა აქვს რუსეთის ფედერაციას.
,,პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები, მე ვიცი, პირველ რიგში, რომ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ ყოველ წუთს და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ თუ არა მთელი მსოფლიო ელაპარაკება მას, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პუტინი არის უძლიერესი ადამიანი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი, ალბათ, დიდი ხანი ასე იქნება“, _ მიმართა მარშანიამ გიგა ბოკერიას.
ადა მარშანიამ პრეზიდენტის მოხსენებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სავალალოა ის ფაქტი, როცა წინა რეჟიმის მოსამართლეები თუ პროკურორები სისტემაში ისევ რჩებიან.
,,ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ძალიან მძიმე მომენტი, როდესაც ყოფილი ჩინოსნები გნებავთ პროკურატურაში, გნებავთ სასამართლო სისტემაში დღემდე მუშაობენ, ეს არ ესმის ჩვენ საზოგადოებას, ეს არ ესმის ჩვენს ხალხს და ერს. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება არ ითვალისწინებს ჩვენი ერის პოზიციას და თვალსაზრისს“, _ განაცხადა მარშანიამ.


































































