ქალი, რომელიც ახალციხეში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკაში “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა.
“შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა“,- განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, შემთხვევა ახალციხეში 27 მაისს ე.წ. ხუთსართულიანების დასახლებაში მოხდა. ქალი რომელიც მეხუთე სართულზე ცხოვრობდა ფანჯრიდან გადმოვარდა.
































































