2026 წლის პირველ ნახევარში გურიის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სულ 3 შემაკავებელი ორდერი გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნულ შემთხვევებში ჯამში 6 პირი ფიგურირებს — 3 მსხვერპლი და 3 მოძალადე.
სტატისტიკის მიხედვით, სამივე შემთხვევაში მსხვერპლი ქალია, ხოლო მოძალადე — კაცი.
მსხვერპლთა ასაკობრივი განაწილება:
25-დან 44 წლამდე — 2 ქალი;
45-დან 60 წლამდე — 1 ქალი.
მოძალადეთა ასაკობრივი განაწილება:
25-დან 44 წლამდე — 2 კაცი;
61 წელს ზემოთ — 1 კაცი.
ამავე მონაცემების თანახმად, სამივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ცნობისთვის, გასული 6 თვის განმავლობაში სრულიად საქართველოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სულ 478 შემაკავებელი ორდერია გამოცემული.

































































