ჩოხატაურელი ქეთი სიხარულიძე სასწავლებლად ამერიკაში აგვისტოს თვეში გეგმავს წასვლას. ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულის ამბავი სოციალური ქსელით ხდება ცნობილი.
„11 წლის ასაკში ჩამიხატავს ამერიკის დროშა ჩემს რვეულში, ინგლისურად წერა ახალნასწავლი მქონდა, America სწორად ვერც დავწერე, მაგრამ რაც დავწერე მართალი იყო, ბავშვობიდან მიყვარდა ამერიკა და ამერიკელი ხალხი.
13 წლის შემდეგ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ამ ჩანახატს, რადგან წელს ფულბრაიტის ფინალისტი გავხდი და აგვისტოდან ჩემ საოცნებო ქვეყანაში წავალ სასწავლებლად.
Long story short, University of Alabama-ში სრული დაფინანსებით დავიწყებ სწავლას კვანტური ფიზიკის, მეტროლოგიის და ზუსტი დროითი გამოთვლების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, ROLL TIDE!
ძალიან დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს ფულბრაიტის პროგრამისთვის და ამერიკის საელჩოს საქართველოში პროგრამის ორგანიზებისთვის.
ასევე, დიდი მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს მხარში დგომისთვის, თვეობით ჩემი წუწუნის ატანისთვის და გამხნევებისთვის. See you soon, sweet home Alabama“ _ წერს ფეისბუქზე ქეთი სიხარულიძე.
































































