ესპანეთში, ქალაქ პამპლონის საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილებაში საინტერესო კვლევა ჩაატარეს.
კვლევის მიზანი იყო საშუალო ასაკის ადამიანებში კავშირის დადგენა ყავის მოხმარებასა და სიკვდილობის რისკს შორის. კვლევა მოიცავდა 19.896 მონაწილეს, რომელთა საშუალო ასაკი 37.7 წელი იყო.
კვლევაში მონაწილეობამდე, მონაწილეებმა შეავსეს წინასწარ მომზადებული სპეციალური კითხვარი, რათა მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ყავის მომხარების, ცხოვრების სტილის, სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლების, ანთროპომეტრული მაჩვენებლებისა და წინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ცდაში მონაწილე პირებს 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. სიკვდილობის შესახებ ინფორმაციას იღებდნენ კვლევის მონაწილეთა ოჯახებისგან და სიკვდილობის ეროვნული ბიუროსგან. 10 წლის განმავლობაში 337 პაციენტი გარდაიცვალა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პიროვნება, რომელიც დღეში ოთხ ფინჯან ყავას მაინც მოიხმარდა, სიკვდილობის 64%-ით დაბალი რისკით გამოირჩეოდა, ვიდრე ისინი ვინც არასდროს ან თითქმის არ მოიხმარდნენ ყავას.
ამ მიგნებებმა დაამტკიცა, რომ ოთხი ფინჯანი ყავა ყოველ დღე შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის ჯანსაღი დიეტის ნაწილი გახდეს.