“ქართველთა მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც ფეხბურთელ გურამ კაშიასთვის მხარდამჭერი განცხადების გაკეთების გამო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციას აანონსებს, პრეზიდენტის მხარდამჭერ განცხადებსაც ეხმაურება.
ბრეგაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი მოღალატეა და ის გურამ კაშიას მხარდაჭერით “გარყვნილების პროპაგანდას” ეწევა:
“ე.წ. პრეზიდენტი მარგველაშვილი ეს არის ნაძირალა, რომლის ადგილი არის არა სასახლეში, არამედ გლდანის სანაგვეზე, სადაც მალე გადააგდებს და მოისვრის ქართველი ერი.
ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს ხორცმეტსა და ჭუჭყს უნდა მოიკვეთოს. როცა ვაგროვდებდით ხელმოწერებს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მან სულში ჩააფურთხა 250 ათას მოქალაქეს.
ნაძირალა და ჰომოსექსუალების მხარდამჭერი შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო ფურცელი. მისი დღეები დათვლილია და მისი გადაყენების მოთხოვნით აქციებს დავიწყებთ.
ხვალ გვაქვს ფედერაციასთან აქცია, შემდეგ გავმართავთ აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ყურებით გამოვათრევთ სააკაშვილის დატოვებული რეზიდენციიდან მარგველაშვილს. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გარყვნილების პროპაგანდას”, _ ამბობს ბრეგაძე “პირველ რადიოსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ნაკრების წევრ გურამ კაშიას, რომელმაც ჰოლანდიაში მატჩზე ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერა სიმბოლური სამკლაურით გამოხატა, მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.