ქურდობა ქუთაისში – ასათიანის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მძარცველმა ობიექტზე შეღწევა მინის ჩამტვრევის შემდეგ მოახერხა. მოპარულია თამბაქო.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.




































































