დიდთოვლობამ სახლების ნგრევა ბახმაროში წელსაც გამოიწვია.
როგორც უკვე ვწერდით, ზვავმა სახლები მშენებლობისა და გურიის ქუჩებზე დაანგრია.
მოხდა თუ არა ზარალის აღწერა და რა მდგომარეობაა ამ დროისთვის_ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ბახმაროში, შოთა გიორგაძეს დავუკავშირდით.
როგორც გიორგაძე გვეუბნება დიდთოვლობის შედეგად 70-მდე სახლია დანგრეული.
“მშენებლობის ქუჩაზე დაახლოებით 35-მდე სახლი ზვავისგან წამოღებული და დანგრეული და ასეთივე მდგომარეობაა გურიის ქუჩის დასაწყისშიც, დაახლოებით 30-35 სახლია ზვავისგან დანგრეული და მეპატრონეების პირადი ნივთები არეულია ერთმანეთში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა”,_ გვითხრა შოთა გიორგაძემ.
მიიღებენ თუ არა კომპენსაციას დიდთოვლობის შედეგად დანგრეული სახლების მეპატრონეები _ ამ კითხვით “გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს მიმართა.
პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.






























































