საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.
ხატიაშვილის ღია წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში, საქართველოში იქმნება თაღლითთა ჯგუფები რომლებიც ნებისმიერ ქონებას, რომელიც მოეწონებათ ყალბი მინდობილობით, სახელმწიფო ორგანოების დახმარებით, ირეგისტრირებენ და მაშინვე ჰყიდიან ე.წ „კეთილსინდისიერ შემძენებზე“.
ზაზა ხატიაშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენი გაუაზრებელი მმართველობის გამო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანა იძირება კორუფციულ ჭაობში საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. თუ თქვენში არის დარჩენილი ქვეყნის ოდნავი სიყვარული აღკვეთეთ კორუფციული სქემების შექმნის პროცესი, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კატასრტოფამდე. ჩემთან მოვიდა ბიზნესმენი რომელიც აპირებდა ქართულ ეკონომიკაში ფულის ინვესტირებას, შეიძინა მიწის ნაკვეთი, მაგრამ თაღლითური ჯგუფის წევრებმა ყალბი მინდობილობის დამზადებით მას მიწა გაუყიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი თაღლითების მიმართ ბიზნესმენი საკუთარ მიწის ნაკვეთს ვერ იბურნებს, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოში.
საქართველოში იქმნება თაღლითთა ჯგუფები რომლებიც ნებისმიერ ქონებას, რომელიც მოეწონებათ ყალბი მინდობილობით, სახელმწიფო ორგანოების დახმარებით, ირეგისტრირებენ და მაშინვე ჰყიდიან ე.წ „კეთილსინდისიერ შემძენებზე“. მე იმდენად შემძარა ამ ისტორიამ გადავწყვიტე მოგმართოთ ღია წერილით.
2012 წელს საქართველოში, საქართველოს მოქალაქე სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბიმ და მისმა მამამ რეფაატ ავად ჰაბიბ მაკერმა დაარსეს შპს,,HABIBICO GEO”-ო,რომელმაც 2013 წლის 10 იანვარს შეიძინა საკუთრებაში ქ.თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე (14 749.00 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა მიზნად ისახავდა მათი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას და ბიზნესმენების დახმარებით როგორც თვითონ განმიცხადა ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირერბას.
2014 წლის 27 ოქტომბერს ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თაღლითური დაჯგუფების წევრებმა, სავარაუდოდ, როგორც ფიზიკური პირების ასევე საჯარო მოხელეების თაღლითური და სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შედეგად, ჯერ დაირეგისტრირეს საკუთარ თავზე, ხოლო შემდგომ გაყიდეს შპს,, ამერი დეველოპმენტი“–ის სახელზე.
როგორც სასამართლოს განაჩენით დგინდება, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ქ.თბილისში დაამზადეს 2014 წლის 02 სექტემბრით დათარიღებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოს რუსეთის ფედერაციის ქ.შახუნიაში გაცემული მინდობილობით, შპს,,HABIBICO GEO”-ს ს/ნ 4094344116–ი პარტნიორების სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბი და რეფატ ავად ჰაბიბ მაკარი ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარედ არსებული 14 749 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაყიდვის, გასხვისების, გაჩუქების, გაცვლის, იპოთეკური სესხით დატვირთვის, ასევე თავიანთ სახელზე გადაფორმების სრული უფლებამოსილებას ანდობდნენ თაღლითური ჯგუფის წევრებს.
ბატონო პრემიერმინისტრებო!
კომპიუტერის ერაში ნებისმიერ „ჰაკერს“ შეუძლია დაამზადოს ყალბი მონდობილობა ნებისმიერ ქონებაზე და ქონების მესაკუთრე დატოვონ ქუჩაში. ისმის კითხვა რაში სჭირდება ქვეყანას პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საჯარო რეესტრი თუ ელემენტარულად, ადამიანმა, თაღლითური დაჯგუფებებისგან თავი ვერ დაიცვა? ამგვარი საქმეების სრულ გამოძიებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რაც ამ ქვეყანაში როგორც ჩანს არ არსებობს.
ქვეყნაში სადაც მოქმედებს ამგვარი კორუფცილუი სქმები რომელიმე ბიზნესმენი გადაწყვეტს ფულის ჩადებას?
სასამართლო განაჩენით დადასტურებულია, რომ თაღლითებმა ყალბი მინდობილობა ათარგმნინეს ნოტარიუსს და 6 00000 (ექვსი მილიონი ) ლარის ქონება დაირეგისტირეს საჯარო რეესტრში.
ყალბ მინდობილობაში მითითებული პიროვნების მინდობილობის გამცემი ერთ–ერთი პირის რეფაატ ავად ჰაბიბ მაკარისმონაცემები და მისამრთი მინდობილობაში მითითებული არ არის., საჯარო რეესტრი ვალდებული იყო შეეჩერებინა გარიგება.
ჩემი შეფასებით, საჯარო რეესტრის თანამშრომლების კორუფციული გარიგებით ან დაუდევრობით ყალბი მინდობილობის საფუძველზე დაარეგისტრირეს ქონება, ხოლო აღნიშნული გარიგების დადების შესახებ, სავარუდოდ არ აცნობეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონის მოთხოვნის მიუხედავად, რადგან შეჩერებულიყო აღნიშნული გარიგების დადაება, სანამ არ მოხდებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფაქტის შესწავლა და დასკვნის დადება, რომ ხომ არ ქონდა ფულის გათეთრებას ადგილი ან სავარაუდოდ ტერორიზმის დაფინანსებას, ასევე საეჭვო მინდობილობისა და საეჭვო პირების მიერ თავის თავზე შპს,,HABIBICO GEO”-ს ს/ნ 4094344116. საკუთრებაში არსებული ქონების გადაფორმებისათვის თუ რატომ არ ახლდა მინდობილობას პარტნიორთა კრების ოქმის გადაწყვეტილება, ვინაიდან იურდიული პირის ქონების გასხვისების შესახებ აუცილებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.
ბატონო პრემიერებო!
პროკურატურამ საქმე სასმართლოში გაუშვა თაღლითობის ბრალდებით , მაგრამ ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე არ აწარმოა გამოძიება, არ გამოკვეთა დამნაშავეები,რითაც ჩემი შეფასებით დაიცვა სახელმწიფო მოხელეები და კორუფციულ სქემაში მონაწილე პირები.
ადვოკატთა ასოციაცია ვალდებულია მიმართოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურს ფულის გათეთრების თაობაზე თუ საეჭვოდ მიიჩნევს გარიგებას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სამი თვის წინ მივმართე ფინანსური მონიტოირნგის სამსახურს და ვაცნობე კორუფციული სქემის თაობზე მაგრამ სამი თვის მანძილზე მიუხედავად ჩემი თხოვნისა არ მაძლევენ ჩემს მიმართვაზეპასუხს, რაც მიძლიერებს ეჭვს , რომ ბიზნესმენის ტერიორი წინასწარ იყო სავარაუდოდ შეთანხმებული სახელმწიფო დაწესებულებებთან.
ბატონო პრემიერებო! საქართველოს ელოდება დიდი სირცხვილი!
მოგიწოდებთ! აღკვეთოთ პროკურატურის, სმართალდამცავი ორგანოების, სააჯრო რეესტრის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონწილეობა,წინააღმდეგ შემთხვევაშიქვეყანაგადაიქცევა „ ბანანის რესპუბლიკად“.
შემძრა, ბიზნესმენის ისტორიამ რომელსაც საქართველოში დასაქმებული ჰყავს 300 მოქალაქე და აპირებს ქვეყნიდან გაქცევას, აპირებს ბრიუსელში წასვლას და შიმშილობას, აპირებს საერთაშორისო ბიზნესფორუმებზე გამოსვლას და ქვეყანაში არსებული კორუფციულ სქემებზე საუბარს. ვინაიდან, ბიზნემენმა პირადად მითხრა ამის თაობაზე, გადავწყვიტე მოგმართოთ ღია წრილით , რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი არ შერცხვეს ბიზნესფორმუმებზე, როგორც ეს მოხდა სტრასბურგში როდესაც მიუხედავად ჩემი მოწოდებისა წარადგინეთ ევა გოცირიძე“, _ აღნიშნულია ღია წერილში.