საქსტატის მონაცემებით, გურიაში მოსახლეობის რიცხოვნობა 100.6 ათას ადამიანს შეადგენს. 100.6 ათასი ადამიანიდან 30.5 ათასი ადამიანი საქალაქო დასახლებაში, ხოლო 70.1 ათასი ადამიანი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
საქსტატის ინფორმაციით, სულ საქართველოში 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.