რაჭის სტიქიის შედეგად წაღებული ორივე დროებითი ხიდი აღდგენილია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აუშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდის მონტაჟი 5 აგვისტოს დასრულდა, ხოლო სოფელ გლოლას გადასახვევთან არსებული დროებითი ხიდის მონტაჟი დასრულებულია და მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების ფორმირება.
სტიქიის ზონაში, ამ დროისათვის, მუშაობს 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა.