ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, გადადგა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბესიკ ესებუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, გუშინ დატოვა.
“გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს თავად ესებუა არ პასუხობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერსაც დავუკავშირდით. დავით გოგუასათვის ბესიკ ესებუას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
“სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გული დამწყდა,მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ ასპარეზზე”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გოგუა.
ცნობისთვის, ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარედ 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აირჩიეს.