https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს _ ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებები

8:04; 1.04.2019
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ მედიაბაზარზე რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. განსაკუთრებით, თუკი საუბარი საგადასახადო დავალიანებებს შეეხება. როგორც მაუწყებელთა ალიანსის მიერ შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ტელებაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი საგადასახადო დავალიანებების პირობებში აგრძელებს მუშაობას. მაშინ, როდესაც სხვა, შედარებით პატარა მედიასაშუალებების საბანკო ანგარიშებს, საგადასახადო დავალიანებების შემთხვევაში, სახელმწიფო დაუყოვნებლივ ინკასოს ადებს.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ ბიუჯეტისათვის გადაუხდელ 33 მილიონზე მეტ ლარზე. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საგადასახადო დავალიანება 2016 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და 2019 წლის 1-ლი იანვრისათვის ტელეკომპანიას ბიუჯეტის 20 მილიონ ლარზე მეტი მართებდა. ტელეკომპანია იმედმა კი საგადასახადო დავალიანებების დაგროვება 2017 წლის შემდეგ დაიწყო და 2019 წლის პირველი იანვრისათვის ტელეკომპანიას 13 მილიონი ლარი ჰქონდა დავალიანება. ალიანსის გამოთხოვილ ინფორმაციაში არსად არის აღნიშნული, რომ ამ ტელევიზიებიდან რომელიმეს ხსენებულ პერიოდში ინკასო დაედო.

აღნიშნული ტელეკომპანიებისაგან განსხვავებით, შედარებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებს გადასახადების დაგროვების შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბარში აღნიშნავს, თუკი ორგანიზაცია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის კონკრეტულ თარიღამდე, მას ავტომატურად, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ინკასო ედება. მისი თქმით, რეგიონული მაუწყებლების შემთხვევაში, ეს დავალიანება შეიძლება რამდენიმე ასეულ ლარს შეადგენდეს და არ აღემატებოდეს 2-3 ათას ლარს.

„ყველა თვეში მაქვს ასეთი შემთხვევა, რომელიმე რეგიონულ მედიასთან მაინც, მაუწყებელთა ალიანსში, თვეში სამი ტელევიზია მაინც არის ინკასო დადებული,“ – აღნიშნავს ნათია კუპრაშვილი. ინკასოს დადება კი გულისხმობს, რომ ორგანიზაციის ანგარიშებზე დაფიქსირებული ნებისმიერი შემოსავლით ჯერ საგადასახადო დავალიანება დაიფარება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ორგანიზაცია საკუთარი ფინანსებით ჩვეულებრივ სარგებლობას. შემოსავლის არარსებობის პირობებში კი, ორგანიზაციას ჯერ საურავები ერიცხება, საბოლოოდ კი შესაძლოა ქონების დაყადაღებამდე მივიდეს საქმე. მაგალითად, ყადაღა დაედო ტელეკომპანია კავკასიას 2018 წლის 23 ოქტომბერს. როგორც ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე წერდა, ყადაღის დადების მიზეზი მიმდინარე დავალიანების გადახდის დაგვიანება გახდა.

„გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15 რიცხვში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი, დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რაც გულისხმობს […] პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად, დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ,“- აღნიშნავდა ნინო ჯანგირაშვილი შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით.

როგორც ჯანგირაშვილმა „მედიაჩეკერს“ უთხრა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გადასახადების დაგვიანების გამო ტელევიზიას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. მისი თქმით, ტელეკომპანია კავკასია ყოველი თვის 15 რიცხვში, მაგალითად, დღგ-ის დეკლარაციის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში თუ არ გადაიხდის დავალიანებას, ყოველთვის ავტომატურად ედებათ ინკასო, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს.

„ანგარიშებიდან გვაჭრიან თანხას და მიაქვთ. შესაბამისად, ჩვენ დავალიანებას უბრალოდ ვერ ვაგროვებთ. არ აქვს მნიშვნელობა რა მოცულობის დავალიანებებზეა ლაპარაკი,“- ამბობს ჯანგირაშვილი. ნათია კუპრაშვილიც აღნიშნავს, რომ ამხელა ვალის დაგროვება ფიზიკურად შეუძლებელია, რამდენადაც დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, ორგანიზაციის ანგარიშზე შესული თანხიდან დავალიანების დაფარვა ავტომატურად ხდება. ზემოთ ხსენებული ორი დიდი ტელევიზიის შემთხვევაში კი ეს ასე არ არის და დავალიანება წლების განმავლობაში მზარდია.

„ანუ არსებობს სპეციალური მითითება, რომ ამ ტელევიზიებს რაც არ უნდა ვალი დაედოთ, შენ ინკასოს არ დაადებ. და ესეთი მითითება არსებობს „რუსთავი 2-თან“ და იმედთან დაკავშირებით. სხვაგვარად ეს ვალი ვერ დაგროვდება,“ – ამბობს კუპრაშვილი და იხსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც საუბარი შეეხო „რუსთავი 2-ის“ საგადასახადო დავალიანებასაც.

„ამაზე შემიძლია ღიად ვისაუბრო, რადგან მარტო არ ვიყავი იმ შეხვედრაზე,“ – იხსენებს კუპრაშვილი – „როცა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაისვა რუსთავი 2-ის შევიწროვების საკითხი, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება საერთოდ არ არის დაინტერესებული „რუსთავი 2-ის“ შევიწროვებით, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2“ უკვე დიდი ხანია არ იხდის გადასახადებს და არსებობს კონკრეტული მითითება, რის გამოც მას არ ეხებიან. ანუ, თუ ვინმეს უნდა რუსთავი 2-ის დახურვა, ყოველთვის შეუძლიათ საგადასახადო კუთხით მოედავონ. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონმდებლობის, თუკი მისგან იყო მითითება, რომ „რუსთავი 2-ს“ არ შეხებოდნენ. მე მქონდა სრული შოკი და მასაც ვუთხარი ამის შესახებ. შეიძლება სუბიექტური ვარ ამ შოკში, მაგრამ მგონია, რომ არ შეიძლება არავისთან რაღაც ტიპის გამონაკლისების კეთება. პოზიტიური დისკრიმინაცია მედიაბიზნესში არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ავტომატურად კლავს სხვა მოთამაშეებს“.

ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტი გადასახადების გადაუხდელობის მიზეზად სახელმწიფოს მიერ მათ ანგარიშებზე დადებულ ყადაღას ასახელებს. მისი თქმით ეს მანიპულაციური არგუმენტია, რადგან კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე ლარში არ მცირდება და შესაბამისად, მათ გადასახადების გადახდაც უნდა შეეძლოთ.

მისი თქმით, დავალიანების უხეშად გამოთხოვა სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს, შესაძლებელია, რომ არხს დაგროვილი გადასახადი გადაუვადონ, თუმცა მიმდინარე გადასახადები „რუსთავი 2-მა“ უნდა გადაიხადოს. ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით განსაკუთრებული მდგომარეობაა, რამდენადაც ტელეკომპანიას სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში შეექმნა პრობლემები. შესაბამისად, „რუსთავი 2-ისათვის“ ამ დავალიანების დაფარვის უხეში ფორმით მოთხოვნა, ამ ეტაპზე, მასაც არასწორად მიაჩნია.

„რუსთავი 2-ს“, რეალურად, პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სასამართლომ სრულიად უაკანონოდ დაადო ყადაღა მის ანგარიშებს და ამის შემდეგ, ოპერირებისთვის უბრალოდ თანხების მოძიება უჭირდათ მათ, როგორც თვითონვე ღიად ამბობდნენ. შესაბამისად, როგორც მე ვიცი, რაღაც პერიოდი მათ დაუგროვდათ გადასახადები გადასახდელი“ ,- აღნიშნავს ჯანგირაშვილი და ამატებს, რომ „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში, დღეს, უხეში ფორმით ამ გადასახადების მოთხოვნა იქნება ამ ტელევიზიის დარტყმის ქვეშ დაყენება, რადგან ხელისუფლებამ შეუქმნა „რუსთავი 2-ს“ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია. ამიტომ, კეთილი ინებონ და მოითმინონ. თუ გადახდაზე მიდგება საქმე, ისე უნდა მოხდეს როგორც ამ ტელევიზიას აწყობს, რათა დარტყმა არ მიადგეს მის ფუნქციონირებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი „იმედი“ ვის დაკარგვია და ამ სიტუაციაში, სად გაიჩხირა, ეგ არის ძალიან საინტერესო“.

მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე, მაგალითად NDI-სთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ეუთოსთან, როგორც „რუსთავი 2-ის“, ისე „იმედის“ მენეჯმენტი ადასტურებდა, რომ მათ აქვთ დაგროვილი გადასახადები, მაგრამ არ იხდიან.

„ბოლო შეხვედრა იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც სადამკვირვებლო მისიები იყვნენ ჩამოსული, დაახლოებით ნოემბერის დასაწყისში. მანდაც ითქვა, რომ არ აპირებენ დავალიანების გადახდას. „რუსთავი 2“ ამბობს, რომ მე ისედაც რთულ პირობებში ვარ ჩაყენებული და არ ვიხდი, ხოლო „იმედი“ ამბობს, რომ თუ „რუსთავი 2“ არ იხდის, ჩემ მიმართ არასამართლიანია გადახდის მოთხოვნა და მაშინ მეც არ ვიხდი“.

„მედიაჩეკერი“ გასული დღეების განმავლობაში აღნიშნული ორი ტელევიზიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას და ამ თემაზე კომენტარის მიღებას შეეცადა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ იურისტმა თამთა მურადაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეეცდებოდა, გაერკვია აღნიშნული დავალიანებების დაგროვების მიზეზები და გაეცა ჩვენს შეკითხვებზე პასუხი, თუმცა რამდნიმედღიანი მცდელობის შემდეგაც კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. მურადაშვილის თქმით, კომპანიის ფინანსურს საკითხებზე ის დამოუკიდებლად კომენტარს ვერ გააკეთებდა, ფინანსურ სამსახურთან საკითხის გარკვევა კი ვერ მოხერხდა. „მედიაჩეკერი“ ასევე შეეცადა კომპანიის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებას, თუმცა გვარამიამ „მედიაჩეკერის“ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, იურისტმა ანდრო ლაშხმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედს“ არანაირი დავალიანება არ აქვს. მან ასევე გვითხრა, რომ ჩვენს შეკითხვებს მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტებისა და შეკითხვების ფიზიკური ფოსტით გაგზავნის შემდეგ უპასუხებდა. ლაშხის კომენტარიდან გამომდინარე ვერ შევძელით გარკვევა, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ტელეკომპანიამ გადაიხადა 13-მილიონიანი დავალიანება, თუ საერთოდ ამ დავალიანების არსებობას საერთოდ არ აღიარებს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება ვცადეთ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი ბახტაძესთანაც, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება დააგროვეს. 2010 წელს, 36 მილიონი ლარი ჩამოეწერათ ქართულ ტელევიზიებს, რომლიდანაც 25 მილიონი „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ მოდიოდა, 9 მილიონი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 2010 წლის შემდეგ, ტელევიზიებმა ისევ დააგროვეს დავალიანება. მორიგი საგადასახადო ამნისტია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიწურულს, 2012 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მეორე ამნისტიის დროს, ტელეკომპანია „იმედის“ საგადასახადო დავალიანება 13 მლნ ლარს სცდებოდა, „რუსთავი 2-ის“ კი 5 მილიონს. 2015 წელს კი, მთავრობის განკარგულებით, 16-მილიონიანი ვალი ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჯერჯერობით უცნობია უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთ საგადასახადო ამნისტიას მსხვილი ტელეკომპანიებისათვის, თუმცა შედარებით მცირებიუჯეტიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ნათია კუპრაშვილი და ნინო ჯანგირაშვილი იმ უსამართლო გარემოზე მიუთითებენ, რომელში ოპერირებაც პატარა და რეგიონულ ტელემაუწყებლებს უწევთ.

„უბრალოდ, მართლა ძალიან უსამართლოდ დაჩაგრულად ვგრძნობ თავს, ეს რომ იყოს მოკლე პერიოდი და 2-3 წელი, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ რაც კი ვარსებობთ, მაგალითად, „რუსთავი 2“ „ნაციონალების“ დროს სულ გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან, მანამდეც, ეროსი კიწმარიშვილმა რომ დააგროვა დავალიანებები თავის დროზე, მერე გამოაცხადა გაკოტრება და გაქრა ის დავალიანება სადღაც. არასოდეს არ იხდიდნენ გადასახადებს. ასე იყო „იმედიც“ „ნაციონალების“ დროს და საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ამ სიტუაციაში საერთოდ რა კონკურენციაზეა ლაპარაკი,“ – ამბობს მედიაჩეკერთან საუბრისას ნინო ჯანგირაშვილი.

წყარო: mediachecker.ge

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

08:06; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია

12:45; 4 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ექსპრემიერის წერილი და გამოკითხვები: ვინ რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე

21:11; 3 სექტემბერი, 2026

რაზე ესაუბრა ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს _ "ეს არ არის ჩემი ეპარქია"

"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო