გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეკომენდირებულია თუ არა ვაქცინაცია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის

16:22; 26.08.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 18 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირებული  30 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის თქმით, 18 კვირის ორსული კლინიკაში 27 ივლისს „დელტა“ შტამის მსუბუქი ფორმით შევიდა, თუმცა რამდენიმე კვირაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. ჯამში, კოვიდ-19-მა საქართველოში 8 ორსული იმსხვერპლა, მე-9 შემთხვევა კი შესწავლის ფაზაშია.

ამ შემთხვევების ფონზე, კვლავ აქტუალურია კითხვები: მიეკუთვნებიან თუ არა ორსული ქალები განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს? დასაშვებია თუ არა მათი ვაქცინაცია ორსულობის ან ლაქტაციის ანუ ძუძუთი კვების პერიოდში?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორსულები მოსახლეობის სხვა ნაწილისგან განსხვავებით, გასაკუთრებული რისკის ჯგუფში არ მოიაზრებიან, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მათ ორგანიზმში ორსულობისას იმუნური სისტემის ცვლილებები მიმდინარეობს და რესპირაციული დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, არც ახალი კორონა ვირუსია გამონაკლისი. ამიტომ, ორგანიზაცია ორსულ ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სამედიცინო ცენტრ LABUNNO-ს ინფორმაციით კი, ორსულობა ეკუთვნის კოვიდ-19-ის მაღალ რისკ  ჯგუფს, რადგან კოვიდ-19-ის გამომწვევი SARS-COV-2 ვირუსით ინფიცირებული ორსულები 15-25%-ით უფრო მძიმდებიან, რაც ორსულობის შეწყვეტის, ან უფრო მძიმე გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ორსულთა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების აცრა სამი ვაქცინითაა რეკომენდირებული. ესენია: „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში ‘მოდერნას“ წარმოების ვაქცინა არ შემოსულა, „ასტრაზენეკა“ კი 45 წელს ზემოთ მყოფი კატეგორიისთვისაა ნებადართული,  ქვეყანაში ორსულებს  მხოლოდ „ფაიზერით“ ცრიან,  რაც გაწერილია კიდეც ჯანდაცვის მინისტრის #01-11/ნ ბრძანებაში. ჯანდაცვის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ისინი ინსტრუქციებით ხელმძღვანელობენ და გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერმა“ ინსტრუქციაში მწვანე შუქი აუნთო ორსულთა  და მეძუძურ დედათა ვაქცინაციას, საქართველოშიც დასაშვები გახდა ამ ვაქცინით მათი აცრა.

„ფაიზერით“ ორსულთა ვაქცინაციას ხელი შეუწყო კვლევამაც, რომელიც ისრაელმა გამოაქვეყნა. კვლევის  მიხედვით, 40 ახალშობილი, რომელთა დედებიც აიცრნენ, კოვიდ-19-ის ანტისხეულებით დაიბადნენ. ფოტოზე ერთ-ერთი იმ ახალშობილთაგანია, რომელსაც დაბადებისას დედის ვაქცინაციის შედეგად სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ინაქტივირებულ ვაქცინებსაც უსაფრთხოდ მიიჩნევს, საქართველოში ამ ვაქცინებით აცრა ორსული და მეძუძური ქალებისთვის დასაშვები არ არის, რადგან მათი ინსტრუქცია ამის საშუალებას არ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულთა ვაქცინაცია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, საქართველოში ორსულ ქალებს აცრის ეშინიათ და კითხვები აქვთ, რომელზე პასუხსაც ვერსად პოულობენ.

ჩვენი რესპონდენტი 34 წლის ნათია ნიკოლაშვილი 4 თვის ორსულია. სურს, რომ აიცრას, თუმცა ეშინია საზოგადოებაში გავრცელებული ანტივაქსერული  შეხედულებების. გინეკოლოგთან ვიზიტს და მისთვის კითხვების დასმას უახლოეს დღეებში გეგმავს:

„გაიძახიან აიცერითო, თუმცა არის თუ არა ჩემთვის და ჩემი ნაყოფისთვის აცრა საშიში, ამაზე არგუმენტირებულ პასუხებს ვერ ვისმენ. გარდა ამისა, მე მხოლოდ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინის გაკეთება მინდა _ ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს, თუმცა, ამცრელ პუნტქში ამაზე უარი განმიცხადეს, მხოლოდ „ფაიზერია“ რეკომედირებული ორსულებისთვისო. დაბნეული ვარ და ვგეგმავ ვიზიტს ჩემს გინეკოლოგთან“.

ნათიამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ ნაადრევი აბორტის შესახებ მითები მოისმინა და ეშინია  „ფაიზერის“ ვაქცინის შედეგების, თუმცა ეს მოსაზრება ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციების კვლევებით უკვე უარყოფილია და დადასტურებულია, რომ პლაცენტის ცილას კავშირი არ აქვს სპაიკ ცილასთან, რომელიც ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში სინთეზირდება. პირიქით, ვაქცინირებული დედა ანტისხეულების  წყაროა საკუთარი ახალშობილისთვის.

29 წლის თათია ქაია  „ფაიზერით“ აიცრა. გვიყვება, რომ გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს  და საბოლოოდ თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია: „15 კვირის ვიყავი, როცა ავიცერი. ოდნავ სისუსტე მქონდა 2-3 საათი და მეორე დღესვე თავს იდეალურად ვგრძნობდი. 3 გინეკოლოგთან გავიარე კონსულტაცია. რეკომენდაცია იყო მკაფიო, რომ თუკი იზოლირებას ვერ ვახერხებდი, აუცილებლად უნდა ავცრილიყავი, რადგან შეიძლებოდა ვირუსი შეხვედრის შემთხვევაში გამრთულებოდა. ახლა მეორე დოზას ველოდები და ერთი სული მაქვს როდის ავიცრები.  ვგრძნობ, რომ მე და ჩემი პატარა დაცულები ვართ“.

თათია ყველა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ გარშემო არსებულ ცრუ მითებს ვაქცინაციის შესახებ ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ.

23 წლის სესილი ხალვაში მეძუძური დედაა. კოვიდი 1 თვის წინ თავის 2 თვის პატარასთან ერთად საკმაოდ რთულ ფორმებში გადაიტანა. გემოსა და ყნოსვის დაკარგვას თან ახლდა მაღალი ტემპერატურა და დიარეა. ექიმთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ ერთ თვეში აიცრას: „ექიმმა მითხრა, რომ ერთ თვეში აცრა უკვე შემიძლია. წინააღმდეგობას ვხვდები ჩემ გარშემო ხალხისგან, რომლებიც  მეუბნებიან, რომ არ უნდა გავრისკო, თუმცა, მეორედ ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლის გარისკვას მკვლელი ვირუსის პირისპირ აღარ ვაპირებ. კომპეტენტურმა ადამიანებმა უკეთ იციან, რა არის ჩვენთვის კარგი“.

რამდენად რეკომენდირებულია ორსულთა და მეძუძურ დედათა ვაქცინაცია და რა კითხვები აქვთ  ვაქცინაციიის წინ პაციენტებს, მედიცინის დოქტორს, ექიმ მეან-გინეკოლოგ და რეპროდუქტოლოგ სოფიო ბოჯგუას ვესაუბრეთ:

_ სოფო, ყველაზე ხშირად რა კითხვებით მოგმართავენ პაციენტები?

_ პაციენტებისგან ხშირია კითხვები ორსულობაზე, კვერცხუჯრედების და სპერმის ხარისხზე ვაქცინაციის შემთხვევაში; იმაზე, თუ რა ანალიზებია სააჭირო ვაქცინაციის წინ, საჭიროა თუ არა, შეწყვიტონ ორალური ან სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება… ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვაქცინაციამ შიძლება უშვილობის პროვოცირება გამოიწვიოს. ამას არაერთი კვლევა უპირისპირდება. ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში გეგმავს, აუცილებლად უნდა აიცრას და ვაქცინაციიდან ორ კვირაში ორსულობაც შეუძლიათ დაგეგმონ. აუცილებელი არაა ვაქცინაციამდე ანალიზების გაკეთება. რაც შეეხება კონტრაცეპტივს და სხვა გინეკოლოგიურ პრეპარატს, მათი შეწყვეტაც არაა საჭირო, რადგან ამის აუცილებლობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

_ უწევთ თუ არა პირადად თქვენ რეკომენდაციას ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების ვაქცინაციას?

_ რა თქმა უნდა, ვუწევ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ WHO -ს რეკომენდაციებით, ასევე, პრე კლინიკური და კლინიკური  დაკვირვებების საფუძველზე  აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის(CDC), მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის(FIGO) და სხვა საერთაშორისო დონის ორგანიზაციების რეკომენდაციებით, რომლებიც ასკვნიან, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის შეთავაზება შესაძლებელია როგორც ორსულებისთვის, ასევე მეძუძური ქალებისთვის. აუცრელი ორსულები დგანან გართულებული ორსულობის ან ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ და ამიტომ, ნებისმიერ ტრიმესტრში ჩემს პაციენტებს ვაძლევ რეკომენდაციას, აიცრან. ასეთივე რეკომენდაციას ვუწევ მეძუძურ დედებსაც, რადგან ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება ინაქტივირებულია და დედის რძიდან ბავშვის დაინფიცირების რისკი არ არსებობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სომია სვამინათანი ამტკიცებს, რომ ორსული და მეძუძური ქალები ვაქცინაციის შემთხვევაში არანაირი რისკის ქვეშ არ დგანან.

კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა მეძუძურ ქალებს აცრა, სომია პასუხობს, რომ ქალებს, რომლებმაც ახლახანს იმშობიარეს და ბავშვი ძუძუთი კვებაზე ჰყავთ, შეუძლიათ ვაქცინაცია, რადგან ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე რისკი, ვინაიდან ახლანდელი ვაქცინებიდან არცერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. შესაბამისად, ძუძუდან  ვირუსის გადაცემის საფრთხეც არ არსებობს.

სომია კითხვაზე, რეკომენდირებულია თუ არა ორსული  ქალების ვაქცინაცია, დადებით პასუხს სცემს და გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ორსული ქალი ვაქცინით დაინფიცირდეს: „ორსულისთვის ვაქცინა მეტ სარგებელს წარმოადგენს იმ შემთხვევაშიც, თუ ის არის ექიმი ან სხვა ისეთი პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც უწევს დაინფიცირების მაღალი რისკის არეალში ყოფნა“.

ერთ-ერთი ხშირად ცირკულირებადი ყალბი ინფორმაცია, თითქოს ვაქცინაცია ორსულობის ადრეულ სტადიაზე მუცლის მოშლას იწვევს, არც ერთი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება. სულ ახლახან გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების  დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევა, რომლის მიხედვით, ვაქცინაცია ორსულებში მუცლის მოშლის ალბათობას არ ზრდის.

„ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. არასოდეს ყოფილა ვაქცინაციის პროცესის ზრდა ისე აუცილებელი, როგორც ახლა, რადგან ვხვდებით სწრაფად გადამდებ დელტა ვარიანტს და Covid-19– ით გამოწვეულ მძიმე შედეგებს არავაქცინირებულ ორსულებს შორის“ ,_ აცხადებენ აშშ-ს ჯანდაცვის ცენტრში.

კვლევის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები ემყარება დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ქალებს შორის ადრეული მუცლის მოშლის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი არ არის. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ ორსულ ქალებში მუცლის მოშლის ალბათობა 13%-ს შეადგენდა მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრის  თანახმად, ჩვეულებრივ, ორსულობის დროს მუცლის მოშლის საშუალო მაჩვენებელი 11% –დან 16% –მდეა. კვლევის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს (ბმული: https://www.wsj.com/articles/cdc-finds-covid-19-vaccines-dont-increase-miscarriage-rate-11628716697).

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სოციალურ ქსელში კამპანიურად გავრცელებული არაერთი ყალბი ამბავი და დეზინფორმაციული გზავნილი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის ნორმალურ პირობებში დაბრუნებას და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს, არამედ, ემუქრება ჩვენი ქვეყნის მომავალ მოქალაქეებსაც. ამიტომ, ორსულ დედებს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ _ მათი და მათზე სასიცოცხლო ძაფებით მიბმული პაწიების უსაფრთხოება მითებს კი არა, მედიცინას და პროფესიონალებს უნდა მიანდონ.

[sexy_author_bio]

ვაქცინაციაკორონავირუსი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს სპორტის განვითარების პროგრამა წარუდგინა (R)

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

ყველა სიახლე

სამართალი

უბედური შემთხვევა სენაკში – მოზარდს დენმა დაარტყა

23:02; 14.07.2025
საზოგადოება

კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას _ თბილისის მერი ჩამონგრეული კორპუსის შესახებ

22:16; 14.07.2025
საზოგადოება

შეხვედრა გადარჩენილ ცოლთან _ რა ხდება ვაგზლის მოედანზე

21:23; 14.07.2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში _ დაღუპულია 2 ადამიანი

20:59; 14.07.2025
საზოგადოება

ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა _ შსს ინფორმაციას ავრცელებს

20:49; 14.07.2025
საზოგადოება

ნგრევა თბილისში, სადგურის მოედანზე _ არის მსხვერპლი

20:37; 14.07.2025
საზოგადოება

ოზურგეთში, დიდი ალბათობით,  „კუბოქოთნების“ აღება იწყება

18:59; 14.07.2025
საზოგადოება

„ტყუილების მიზანმიმართული ტირაჟირება“-ლანჩხუთის მერია „კოსმოდრომის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

17:36; 14.07.2025
საზოგადოება

“ბაჩიაშვილმა ითხოვა”- რას აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი

15:28; 14.07.2025
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

15:16; 14.07.2025
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

15:09; 14.07.2025
საზოგადოება

გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და თავდასხმის დეტალებს ჰყვება

14:46; 14.07.2025
საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე: გიორგი ბაჩიაშვილი “ვივამედში” სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს

14:14; 14.07.2025
საზოგადოება

ვინ ესწრება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს

13:40; 14.07.2025
მთავარი

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

13:30; 14.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

12:30; 13.07.2025
0

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო