ხვალ, 11 თებერვალს 18:00 საათზე, „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ.
მოქალაქეების განცხადებით, ბათუმელი ქალები ერთიანდებიან მზია ამაღლობელისთვის, რომელიც რეჟიმის პატიმარია და 30-ე დღეა, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„ავტორიტარულ რეჟიმს ეშინია ქალების, რომლებიც იბრძვიან, ხმამაღლა საუბრობენ და ერთმანეთის გაძლიერებით ქმნიან ცვლილებებს.
ამიტომ, ბათუმელი ქალები ვერთიანდებით მზიასთვის!
გელოდებით ხვალ. ხმაურისთვის თან იქონიეთ ქვაბების თავსახურები, დოლები, ნებისმიერი ნივთი, რითიც შევქმნით ხმაურს“-აცხადებენ აქციაში მონაწილე მოქალაქეები.