“როგორ ჩუმად, შეუმჩნევლად ცხოვრობენ ნიჭიერი ადამიანები ჩვენ გვერდით….
მისი შემოქმედება დაილოგია საკუთარ თავთან, ოღონდ ძალიან გულწრფელი, სუფთა და ნამდვილი, ისეთივე როგორიც თავადაა, ყველა სახის იარაღი, რომელიც ხელოვნებაში გამოიყენება ემორჩილება მის ნიჭს, ტილო, ფუნჯი, ფანქარი, ქვა, ხე, ლითონი და განურჩევლად ყველაფერი რასაც მისი საოცარი ხელები შეეხება” _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნატო ჯიბუტი და სოფელ ამაღლებაში მცხოვრები ემელიან დოლიძის ნამუშევრებს გვიზიარებს.







































































