https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის ინვესტირება და ემუქრება თუ არა  დაკარგვის საფრთხე

13:04; 18.08.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

6 სექტემბრამდე საპენსიო სააგენტოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეებმა ანგარიშებზე არსებული თანხები დაბალრისკიან, საშუალორისკიან ან  მაღალირისკის შემცველ პორტფელებში უნდა განათავსონ_ რაც ნიშნავს, რომ მომავალ პენსიონერებს საშუალება ეძლევათ რისკის გაწევის ფასად პენსიაზე გასვლის დროს გაცილებით მეტი თანხა ჰქონდეთ დაგროვებული, ვიდრე ამ პორტფელების არსებობის გარეშე შეეძლებოდათ.

თუ დაგროვებითი სქემის მონაწილე თვითონ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ  პორტფელში განათავსოს საკუთარი თანხა, მაშინ საპენსიო სააგენტო 7 სექტემბრიდან თავად გააკეთებს ამას.

როგორც ცნობილია, 6 აგვისტომდე აღნიშნული თანხები, კანონის მიხედვით, დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში იყო განთავსებული.

ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე საზოგადოების ნაწილმა ინვესტირების პროგრამას ეჭვის თვალით დაუწყო ცქერა. სქემის მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, დაგროვებითი პენსიის შედეგად დაგროვებული თანხები, წარუმატებელი ინვესტიციის შემთხვევაში, დაკარგონ.

როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, ნებისმიერი ინვესტიციის მსგავსად, გლობალურ აქციებში ინვესტირება რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით, მოკლევადიან პერიოდში. საფონდო ბირჟებზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, მათ შორის, ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური მოვლენები თუ პანდემიები. მსოფლიო კრიზისები უახლეს ისტორიაშიც გვქონდა, COVID-19-ის კრიზისი ან 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა და ბევრმა ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი რყევები, როგორც წესი, არ ნარჩუნდება და საფონდო ბირჟებიც სტაბილური ზრდის ტრენდს უბრუნდება.

რას ნიშნავს ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები,  ემუქრებათ თუ არა წარუმატებელი ინვესტიციის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეებს ინვესტირებული თანხის დაკარგვის საფრთხე და როგორ მოხდება ინვესტიციის გახორციელება, “გურია ნიუსი” საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს გოგა მელიქიძეს ესაუბრა.

“2019 წლიდან დღემდე კანონის მიხედვით, საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგი უნდა ყოფილიყო ინვესტირებული ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. აქამდე, 2023 წლის 6 აგვისტომდე იყო ნაკლებრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ პორტფელით კარგი მოგებაც დავაგენერირეთ.  6 აგვისტომდე პორტფელის ზომა იყო 3.7 მილიარდი ლარი, 680 მილიონი ლარი იყო მოგება. პროცენტებში ეს არის 52% და ამავე პერიოდში  ინფლაცია იყო 35% ანუ სადღაც 12%-ით ვაჯობეთ ინფლაციას. ჩვენი მიზანიც ესაა _ ვაჯობოთ ინფლაციას ამონაგებით, რომ მსყიდველუნარიანობა შევინარჩუნოთ დანაზოგების და კიდევ უფრო მეტი მოგება დავაწერინოთ.

2023 წლის 6 აგვისტოდან კანონმა თქვა, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის გარდა, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელებიც უნდა დამატებოდა”, _ გვითხრა მელიქიძემ და განმარტა, რას ნიშნავს პორტფელის თითოეული სახეობა.

მელიქიძის განმარტებით,  ნაკლებრისკიანი პორტფელი არის სტაბილური პორტფელი, საშუალორისკიანი არის შერეული პორტფელი, მაღალრისკიანი პორტფელი კი, არის მზარდი პორტფელი. ამავდროულად, მონაწილეები გადანაწილდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

“კანონში პირდაპირ წერია,  რომ მონაწილეები, რომლებიც არიან 40 წლამდე ახალგაზრდები,  კვალიფიცირდებიან მზარდი, მაღალი რისკის პორტფელისთვის, 40-იდან 50 წლამდე მონაწილეები – საშუალორისკის პორტფელისთვის, ხოლო 50 წლიდან ზევით მონაწილეები კვალიფიცირდებიან მაკლებრისკიან პორტფელში”,_ ამბობს მელიქიძე.

კითხვაზე _ რატომ არის ასეთი გადანაწილება, განმარტავს:

_ თუ მონაწილეს აქვს ხანგრძლივი პერიოდი საპენსიო ასაკამდე, მით უფრო მეტი რისკის ამტანია და პირიქით, რაც უფრო მალე სჭირდება თანხა, მაგალითად, 5-6 წელიწადში, სასურველია რომ ნაკლებრისკიან პორტფელში იყოს, რომ პორტფელმა ფასში არ იმოძრაოს მნიშვნელოვნად. 

რაც შეეხება პორტფელებს შორის განსხვავებას, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს:

მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში გლობალური აქციების წილი არის 20%, საშუალორისკიანში _ 33%, ხოლო მაღალრისკიანში _ 55%. ეს არის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი ამ სამ საინვესტიციო პორტფელს შორის.

რატომ არის მაღალრისკიანი? _  აქციების ფასი მერყეობს ყოველდღე და თუ მაგალითად, ჩემი პორტფელი მაღალრისკიან პორტფელშია ნიშნავს იმას რომ ყოველდრე უნდა ჩამოვიდეს, გაიზარდოს და როგორც იცვლება აქციების ფასი საერთაშორისო ბაზარზე, ისევე იცვლება ჩემი პორტფელის ღირებულებაც. 20% თუ არის ჩემი დანაზოგების წილი, 20%-ის მერყეობა ისე დიდად არ ცვლის ჩემს პორტფელს, როგორც 55%-ის. რაც უფრო მეტი აქციაა, იმდენად მეტად მერყეობს პორტფელის ფასი და შესაძლოა კლებაც კი ვნახო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში აქციები აუცილებლად მოიტანს ზრდას, თუ ენდობით გლობალურ ეკონომიკას და წამყვან კომპანიებს.

 შეუძლიათ თუ არა მაღალირისკის შემცველ პორტფელში მოხვედრილ მონაწილეებს დაბალი რისკის შემცველ პორტფელში გადასვლა ან პირიქით, ნაკლებადრისკიან პორტფელიდან მაღალ ან საშუალორისკიან პორტფელის არჩევა? _ მელიქიძე ამბობს, რომ კანონი მონაწილეს ამის საშუალებას აძლევს.

 “მიუხედავად იმისა, რომ კანონმა გადაანაწილა ასაკის მიხედვით მონაწილეები სხვადასხვა რისკის შემცველ ჯგუფებში, მონაწილეს აქვს უფლება, შეცვალოს აღნიშნული გადანაწილება. ამავდროულად, კანონმა გადაანაწილა მონაწილეები ასაკის მიხედვით სხვადასხვა რისკის შემცველ პორტფელის ჯგუფებში, თუმცა, ამავდროულად, მონაწილეს აქვს ამ გადანაწილების შეცვლის უფლება. მაგალითად, მე თუ ვარ 40 წლამდე ასაკის მოქალაქე და მოვხვდი მაღალი რისკის შემცველ ჯგუფში, მაგრამ არ მინდა რიკის გაწევა და არ მინდა რომ ჩემმა პორტფელმა ფასში იმერყეოს, შემიძლია, გავაკეთო არჩევანი და გადმოვიდე ნაკლებადრისკიან პორტფელში. ასევე, პირიქით _ დაბალრისკიან პორტფელში მყოფმა მონაწილემ შეიძლება გადაინაცვლოს მაღალრისკიან პორტფელში შესაძლებელია შერეული რისკის გაწევაც. მაგალითად, კომბინაცია გააკეთოს _ 10% ჩადოს მაღალ რისკში, 20% საშუალო რისკში, დანარჩენი კი ჩადოს დაბალ რისკში”, _ გვეუბნება მელიქიძე.

_ უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს განსხვავებულ პორტფელებში ინვესტირება ინდივიდუალურად, მონაწილის საპენსიო დანაზოგებისთვის?

 _ საერთაშორისო კომპანიების აქციების ყიდვით გრძელ ვადაში მაღალი შემოსავლიანობის დაგენერირება შეგიძლიათ, ამასთან თქვენი დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იქნება ინვესტირებული, რაც თქვენს საპენსიო დანაზოგს უფრო უსაფრთხოს ხდის. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად თუ თქვენი ყოველთვიური საპენსიო დანაზოგი 100 ლარია და მის ინვესტირებას სტაბილურ პორტფელში განახორციელებთ, 35 წლის ბოლოს მაღალი ალბათობით მოსალოდნელია თქვენი დანაზოგის მოცულობამ 143,000 ლარს მიაღწიოს, თუ შერეულ პორტფელს აირჩევთ ეს თანხა 164,000-მდე იზრდება, ხოლო თუ მზარდ პორტფელში გადაიტანთ თქვენს დანაზოგებს მოსალოდნელია, რომ 35 წლის ბოლოს თქვენი დანაზოგი 185,000 ლარს გაუტოლდეს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ დაზოგილი ყოველთვიური 100 ლარი არ ითვალისწინებს ხელფასის მატების შემთხვევაში გაზრდილ შენატანებს, რა შემთხვევაშიც 35 წლის ბოლოს თქვენი დანაზოგები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის საპენსიო შენატანს მზარდ პორტფელში განახორციელებთ, 35 წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ თქვენი საპენსიო დანაზოგის მოცულობა 370,000 ლარს მიაღწევს. აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მაღალ რისკიან პორტფელში ინვესტირება მაღალ შემოსავლიანობასთან ერთად შესაბამისად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, რაც მოკლევადიანი მერყეობით შეიძლება გამოისახოს.

კითხვაზე, თუ რომელ კომპანიებში, რა ტიპის სექტორში ხდება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება და მათი არჩევა? _ მელიქიძის პასუხი ასეთია:

 “ჩვენ ვყიდულობთ ფონდებს და ეს ფონდები ფლობენ კომპანიებს. 6-7 ფონდი გვაქვს შეძენილი და ეს ფონდები ფარავენ რეგიონებს. მაგალითად, ერთი ფონდი ფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ ფონდში შედის ამერიკული კომპანიები, მეორე ფონდი ფარავს ლათინულ ამერიკას, მესამე განვითარებულ აზიას ფარავს, ასევე გვაქვს კანადური ფონდი, ავსტრალიური ფონდი. რეალურად, რაც კი წამყვანი მსხვილი კომპანიებია, ყველას ვფარავთ ამ ფონდების მეშვეობით”.

 _ რაც შეეხება რისკის გაწევას,  თუ იმ კომპანიის საქმე ცუდად წავა და დავუშვათ, გაკოტრდება, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიაში თუ აქვს ჩადებული ინვესტიცია დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეს, დაკარგავს თავის თანხას?

 _ კარგი კითხვაა. მონაწილე თვითონ არ წყვეტს თუ რომელ კომპანიაში განათავსოს თანხა. სქემის მონაწილეს ვთავაზობთ მზა პორტფელს და ამ პორტფელის არჩევით მთავრდება მისი არჩევანი. იმის იქეთ დეტალებში, რომ ეს კომპანია მინდა და ის არ მინდა, ამ არჩევანს ვერ გააკეთებს. რაც შეეხება რისკს,  რომ დავუშვათ რომელიმე კომპანია გაკოტრდა, ეს პორტფელები არის ისე გაკეთებული, რომ  დივერსიფიცირებულია ,ანუ  თუ ერთი რომელიმე კომპანია გაკოტრდა, ამას ჩვენზე ნულოვანი ასახვა აქვს. ამ რისკის გამოსარიცხად არ ვყიდულობთ უშუალოდ კომპანიას. ჩვენ ვართ შესულები ფონდში და ფონდი ანაწილებს თანხებს კომპანიებში. იქ შეიძლება რომელიმე კომპანია გაკოტრდეს, მაგრამ თანხის განთავსება სხვა, ახალ კომპანიაში მოხდება. ჩვენზე ნაკლებად ვრცელდება ამ თუ იმ კომპანიის ჩავარდნა. მაგრამ ჩვენი რომელიმე საინვესტიციო პოზიცია თუ ჩავარდა, მაგას როგორ ვაზღვევთ? _ ისე რომ დივერსიფიცირებული გვაქვს. ნაყიდი გვაქვს ასობით დეპოზიტი და ერთ დეპოზიტზე, ერთ კომპანიაზე არ ვართ დამოკიდებული. რისკის კონტროლის მოთხოვნებს ჩვენი რისკების დეპარტამენტი აკონტროლებს, ასევე, ეროვნული ბანკი. 

ინფორმაციისთვის, საინვესტიციო პორტფელის არჩევა მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია (my.pensions.ge). საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ my.pensions.ge-ზე პირად ანგარიშზე შევიდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით. ამისათვის აუცილებელია მონაწილე ფლობდეს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, მის წამკითხველ მოწყობილობას და იცოდეს ამ პირადობის მოწმობის ავთენტიფიკაციის პინკოდი.

ასევე, სქემის მონაწილეებს my.pensions.ge პორტალიდან  ნებისმიერი განცხადების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა შეუძლიათ. განცხადების წარმოსადგენად აუცილებელია მისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება.

ასევე, შესაძლებელია, მონაწილემ არჩევანი იუსტიციის სახლებიდან, ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს. აქვე აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე ხელახალი არჩევანის გაკეთება 12 თვის გასვლის შემდეგ ისევ შეეძლება.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გოგა მელიქიძედაგროვებითი პენსია
გაზიარება10Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18 სექტემბერი, 2026

ხამისკურში ერთმანეთს დისტრიბუციის მანქანა და მიკორავტობუსი შეეჯახა - არიან დაშავებულები

„ამის მომგვარებელი ჯერ არ დაბადებულა“- რა ღირს ფერისცვალების წინ პროდუქტი ჩოხატაურში

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18.09.2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო