რუსეთსა და ყირიმს შორის დამაკავშირებელი სადავო ხიდი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკამათო ხიდი თვითონ გახსნა.
გავრცელებული ცნობით, ხიდის მშენებლობა 3.7 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება და ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდი იქნება.
ის სამხრეთ კრასნოდარს ყირიმის ქალაქ ქერჩთან დააკავშირებს და შავ ზღვასა და აზოვის ზღვას გადაკვეთს.
როგორც კრემლში აცხადებენ, ხიდის მშენებლობა 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 6 თვით ადრე დასრულდა და სარგებლობა დღეიდან შესაძლებელია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობის პროექტს უკრაინაში აპროტესტებენ და ამბობენ რომ მშენებლობამ ზიანი მიაყენა გარემოს და დიდი ხომალდები ვეღარ შეძლებენ აზოვის ზღვით პორტებთან დაკავშირებას.
როგორც ცნობილია, რუსეთმა უკრაინისგამ ყირიმის ანექსია 2014 წელს გაახორციელა, რის გამოც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა.