საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
„გურია ნიუსის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების ერთი ნაწილი აკომენტარებდნენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ჩვენ გურჯანიის მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით: „თითქმის ერთი თვის განმავლობაში ველისციხის საჯარო სკოლასთან ძაღლების მიერ დაკბენილი იქნა ექვსი ადამიანი, აქედან ხუთი ბავშვია. ყველა მათგანს ჩაუტარდა ვაქცინაცია და შესაბამისი მკურნალობა. ბოლო შემთხვევას ადგილი ჰქონდა გუშინ, ძაღლმა ერთი ბავშვი დაკბინა. – გვითხრეს გურჯაანის მერიის პრესსამსახურში.



































































