ამ წუთებში, სამტრედიაში, სოფელ კეთილაურში (გომის თემში) ძლიერი ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახებს უკიდია.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
































































